[go: up one dir, main page]
More Web Proxy on the site http://driver.im/შინაარსზე გადასვლა

Matilda Mother

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Matilda Mother“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn
გამოსვლის თარიღი 5 აგვისტო 1967
ჩაიწერა 21 თებერვალი 1967
ჟანრი ფსიქოდელიური როკი
ხანგრძლივობა 3:08
ხმისჩამწერი ლეიბლი Columbia/EMI (ბრიტანეთი) Capitol (აშშ)
ავტორ(ებ)ი სიდ ბარეტი
პროდიუსერი ნორმან სმითი
The Piper at the Gates of Dawnსიმღერები

Matilda Mother“ — მესამე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სადებიუტო სტუდიური ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn (1967).[1][2] ვოკალურ ნაწილს მასში მას ასრულებს რიჩარდ რაიტი, ხოლო სიდ ბარეტი დამატებით ვოკალს ასრულებს.

სიმღერის ტექსტში შეტანილია ზღაპრების ფრაგმენტები და ნახსენების საბავშვო წიგნი. სიმღერაში საუბარია ბავშვობასთან განშორებაზე. ავტორი აღნიშნავს, რომ მოგონებები ბავშვობაზე ბრუნდება წლების შემდეგ და სიტყვებს „განსხვავებული მნიშვნელობა აქვთ“.

ბარეტის მიერ სიმღერის ტექსტი აღებული იქნა ჰილერ ბელოკის პოეზიიდან. თავდაპირველად ტექსტი განსხვავებული იყო, მაგრამ ბარეტი იძულებული გახდა, შეეცვალა იგი, ვინაიდან ბელოკმა არ მისცა მას ორიგინალური ტექსტის გამოყენების უფლება.[3] კომპილაციაში The Best of the Pink Floyd სიმღერა შეცდომით არის მითითებული, როგორც „Mathilda Mother“.

კომპოზიციის ადრეული ვერსია, სხვა ტექსტით, შეტანილია ალბომის The Piper at the Gates of Dawn 2007 წლის გამოცემაში.

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  3. Syd's Fractured Fairy Tales. ციტირების თარიღი: 2008-03-18.