[go: up one dir, main page]
More Web Proxy on the site http://driver.im/შინაარსზე გადასვლა

A Momentary Lapse of Reason

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
A Momentary Lapse of Reason
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 7 სექტემბერი, 1987 (1987-09-07)
ჩაიწერა ნოემბერი, 1986 – მარტი, 1987
სტუდია
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 51:09
ლეიბლი
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დეივიდ გილმორი
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია
Works
(1983)
A Momentary Lapse of Reason
(1987)
Delicate Sound of Thunder
(1988)
სინგლები ალბომიდან A Momentary Lapse of Reason
  1. „Learning to Fly“
    გამოცემის თარიღი: 14 სექტემბერი 1987
  2. „On the Turning Away (საკონცერტო)
    გამოცემის თარიღი: 14 დეკემბერი 1987
  3. „One Slip“
    გამოცემის თარიღი: 13 ივნისი 1988
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic2/5 stars[1]
რობერტ კრისტგოუC[2]
The Daily Telegraph1/5 stars[3]
MusicHound2/5 stars[4]
The Rolling Stone Album Guide2/5 stars[5]

A Momentary Lapse of Reason (ქართ. გონების წამიერი დაკარგვა) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სტუდიური ალბომი, რომელიც ბრიტანეთში EMI-ს მიერ გამოიცა 1987 წლის 7 სექტემბერს, ხოლო აშშ-ში — შემდეგ დღეს, Columbia-ზე. იგი ძირითადად ჩაიწერა გიტარისტ დეივიდ გილმორის საკუთარ სტუდია Astoria Studios-ში.

A Momentary Lapse of Reason იყო ჯგუფის პირველი ალბომი, ჩაწერილი ერთ-ერთი დამაარსებლის, როჯერ უოტერსის მიერ, რომელმაც პინკ ფლოიდი 1985 წელს დატოვა. ჩაწერას თან ახლდა იურიდიული დავა პინკ ფლოიდის სახელწოდების გამო, რომელიც დასრულდა ალბომის გამოცემიდან მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ. ალბომის ჩაწერის დროს ჯგუფში დაბრუნდა კიდევ ერთი დამაარსებელი, კლავიშისტი რიჩარდ რაიტი, რომელიც უოტერსმა გააგდო The Wall-ის (1979) ჩაწერისას.[6]

პინკ ფლოიდის სხვა ალბომებისგან განსხვავებით, A Momentary Lapse of Reason არ არის კონცეპტუალური ალბომი. მასში წვლილი შეტანილი აქვს რამდენიმე დამატებით სიმღერის ავტორს, რომლებიც პროექტს შეუერთდნენ მას შემდეგ, რაც გილმორმა გადაწყვიტა, მესამე სოლო-ალბომის ნაცვლად მოემზადებინა ალბომი ჯგუფის სახელით. A Momentary Lapse of Reason-ის გამოსვლასთან დაკავშირებით გამოიცა სამი სინგლი — „Learning to Fly“/„Terminal Frost“, „On the Turning Away“ და „One Slip“.

A Momentary Lapse of Reason-ის შეფასებები არაერთგვაროვანი იყო. ზოგიერთმა კრიტიკოსმა მოიწონა მისი პროდიუსერული და ინსტრუმენტული მხარე, მაგრამ უკმაყოფილო იყო გილმორის სიმღერების ავტორობით — მათ რიგს თავად უოტერსიც შეემატა. მიუხედავად ამისა, ჯგუფისთვის ალბომის გამოცემა კომერციულად წარმატებულ დაბრუნებას ნიშნავდა. ბრიტანეთისა და აშშ-ის ჩარტებში ჩანაწერი ჩარტების მესამე პოზიციაზე აღმოჩნდა, ხოლო გაყიდული ასლების რაოდენობით გაუსწრო წინა ალბომს The Final Cut (1983). მის გამოცემას მოჰყვა 1987—1989 წლების წარმატებული მსოფლიო საკონცერტო ტურნე.

1986 წელს როჯერ უოტერსმა ღიად განაცხადა, რომ „პინკ ფლოიდს“ იურიდიულად ტოვებდა, ვინაიდან ეს უკანასკნელი „შემოქმედებითად დაცლილი“ იყო. დეივიდ გილმორმა სცადა ჯგუფის აღდგენა ნიკ მეისონთან ერთად. ამან წარმოშვა კონფლიქტი უოტერსთან. მისი თქმით, ჯგუფმა ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები და იგი არაფერს წარმოადგენდა მთავარი იდეოლოგის (ანუ უოტერსის) გარეშე. ამასთან, კონფლიქტი გაამწვავა იმან, რომ მეისონსა და გილმორს (რიჩარდ რაიტი ოფიციალურად არ ირიცხებოდა ჯგუფის წევრებს შორის, 1979 წლის შემდეგ) სწორედ „პინკ ფლოიდის“ სახელით სურდათ გამოსვლა. ამ ფონზე, უოტერსმა გააუქმა კონტრაქტი სტივ ო’რურკთან, ჯგუფის მენეჯერთან და საავტორო უფლებების დამყარება მოითხოვა „პინკ ფლოიდის“ ისეთ ცნობილ ელემენტებზე როგორიც იყო მფრინავი ღორები და კედლის კონცეფციის ატრიბუტები. ორ მხარეს შორის დადებული ახალი შეთანხმების საფუძველზე გილმორს შერჩა სიმღერები Young Lust, Run Like Hell, და Comfortably Numb (რომლებიც მისი თანაავტორობით შეიქმნა). თავისთავად, მთლიანად ალბომი The Final Cut უოტერსს დარჩა. ამასობაში, რიჩარდ რაიტი შეუერთდა პინკ ფლოიდს, მაგრამ მხოლოდ დაქირავებული მუსიკოსის როლში.

ალბომის გარეკანის შიდა მხარე. რიჩარდ რაიტი მხოლოდ მიწვეულ მუსიკოსებს შორის არის ნახსენები.

ხმისჩამწერი სესიები დაიწყო 1986 წლის ოქტომბერში, დეივიდ გილმორის ახალი პროექტის სახით. მოგვიანებით, რადიოეთერში გილმორმა განაცხადა, რომ A Momentary Lapse of Reason პრაქტიკულად მისი მესამე სოლო ალბომი იყო, რადგანაც ახალი მასალა საკმაოდ სუსტი იყო და პინკ ფლოიდის ფარგლებს არ ერგებოდა. 1986 წლის შობაზე მან აგრეთვე ახსენა, რომ დარწმუნებული იყო იმაში, რომ ალბომი შეიძლება იქცეს პინკ ფლოიდის პროექტად.

მუსიკალურ პრესაში ამ ფაქტს ნეგატიურად გამოეხმაურნენ (მიუხედავად იმისა, რომ როლინგ სტოუნმა ამ პროექტს პინკ ფლოიდის მომავალი უწოდა). თუმცა, ალბომს მოგვიანებით აქტიურად რთავდნენ რადიოსადგურების ეთერში. უოტერსის თქმით, ეს იყო პინკ ფლოიდის საკმაოდ კარგი გაყალბება. მასში ნაკლებად არის ისეთი სიმღერები, რომლებზეც ვიფიქრებდი, რომ რამეს მოვუხერხებდი, ჩემი რომ იყოს. აგრეთვე, მან განაცხადა, რომ მისთვის პინკ ფლოიდი აღარ არსებობს. მუსიკალურ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, თითქოს გილმორმა უოტერსს სთხოვა დახმარება ტექსტების შექმნისას, თუმცა ეს სიცრუე იყო.

A Momentary Lapse of Reason ნაწილობრივ იწერებოდა გილმორის მოცურავე სტუდია Astoria-ში და მდინარის თემა შეეხო და პირდაპირი გავლენა იქონია მასზე.

ალბომზე არა მხოლოდ გილმორი და მეისონი უკრავენ. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან: ტონი ლევინი (კინგ კრიმსონი, პიტერ გებრიელის ბენდი), ცნობილი ბას გიტარისტი; კერმინ ეპისი (დასარტყმელი საკრავები სიმღერაში „The Dogs of War“); ჯიმ კელტნერი (დასარტყმელი საკრავები სიმღერებში „On the Turning Away“ და „One Slip“). სიმღერაში Sorrow გამოიყენება დრამ-მანქანა, რომელიც გილმორმა დააპროგრამა.

მუსიკალური ნაწყვეტები:

მნიშვნელოვანი წვლილი ალბომის ჩაწერაში შეიტანა ჯონ კერინმა, სესიურმა მუსიკოსმა (კლავიშები) რომელიც დეივიდ გილმორმა ჯერ კიდევ ბრაიან ფერის ბენდიდან გაიცნო. მოგვიანებით, კერინი უკრავდა როგორც პინკ ფლოიდის, ასევე დეივიდისა და როჯერ უოტერსის სოლო-ტურნეებზე. სტუდიაში გამოჩნდა რიჩარდ რაიტიც, თუმცა მისი წვლილი ალბომის ჩაწერაში მინიმალურია - იგი მღერის სიმღერაში „Sorrow“. სხვა სიმღერებში კლავიშებზე დაუკრეს კერინმა, გილმორმა და ბობ ეზრინმა. აღსანიშნავია, რომ ეზრინმა უარი თქვა როჯერ უოტერსის ანალოგიურ შემოთავაზებაზე, მისი ალბომის პროდიუსერი ყოფილიყო, ამიტომაც უოტერსი მისი პინკ ფლოიდის პროექტში მონაწილეობით ფრიად გაოცებული და გაღიზიანებული დარჩა.

როგორც ცნობილია, რამდენიმე სიმღერა ალბომზე ჯერ კიდევ The Final Cut-ის პერიოდში დაიწერა. უფრო ახალი სიმღერებიდან არის „The Dogs of War“, „Round and Around“, და სიმღერის „On the Turning Away“ მელოდია.

სიმღერის „Learning to Fly“ დროს გაისმის მეისონის ხმა - იგი ესაუბრება აეროპორტს თვითმფრინავიდან. ეს ირონიული ნიუანსი იყო - გილმორიც და მეისონიც იმ პერიოდში სწავლობდნენ ფრენას. საგულისხმოა, რომ ატლანტაში გადაღებული პინკ ფლოიდის კონცერტის საარქივო ჩანაწერზე, სიმღერას „One Slip“ მიჰყვება დოკუმენტური კადრები, სადაც აღბეჭდილია თვითმფრინავით ფრენა.

თავად სიმღერა პირველია მუსიკის ისტორიაში, რომელიც მხოლოდ კომპაქტ დისკის სახით გამოიცა, როგორც სინგლი.

A Momentary Lapse of Reason არის პინკ ფლოიდის პირველი ალბომი, რომელიც ციფრულად ჩაიწერა, მიუხედავად იმისა რომ აკუსტიკური დასარტყმელი საკრავები და ბას გიტარის პარტია ანალოგურ ტექნიკაზე ჩაიწერა.

გარეკანზე გამოსახულია ჰოსპიტალიდან გამოტანილი 700 საწოლი, რომელიც დევონის საგრაფოს სანაპიროზე განლაგდა. სტორმ თორგერსონს, გარეკანის დიზაინერს სურდა ნატურალური ეფექტის მიღება, ამიტომაც უარი თქვა საწოლების ხელოვნური მეთოდით გამრავლებაზე. გადამღები ჯგუფი 3 საათის განმავლობაში მგზავრობდა სანაპირომდე და სწორედ ისე დააწყო საწოლები, როგორც გარეკანზე ჩანს. მას შემდეგ, რაც ყველა მიხვდა, რომ გადაღება არაერთ დღეს გასტანდა, სანაპიროზე მხოლოდ ერთი საწოლი დატოვეს, რათა ეხილათ, დაფარავდა თუ არა მას ტალღა. მეორე დღეს საწოლი გამქრალი დახვდათ. [7]

სტორმ თორგერსონის ოფიციალური საიტის stormthorgerson.com თანახმად, პირველ დღეს წვიმდა და შეუძლებელი იყო ობიექტივში ყველა საწოლის მოქცევა.

აგრეთვე, ეს იყო 1977 წლის შემდეგ პინკ ფლოიდის პირველი ალბომი, რომლის გარეკანზეც იმუშავა თორგერსონმა.

საგულისხმოა, რომ ფირფიტის ამერიკულ და ბრიტანულ გამოცემებს განასხვავებს თავად მამაკაცის ატრიბუტიკა. ამერიკულ ფირფიტაზე მას ხელში უკავია სარკე (სარკეები აგრეთვე გამოიყენეს სინგლის „On the Turning Away“ გაფორმებაში). ბრიტანულ ვარიანტში სარკის მაგივრად ჩანს შუაში გადატეხილი ჯოხი.

გრამფირფიტის კონვერტის გაშლისას მსმენელი შეხვდა მხოლოდ გილმორისა და მეისონის პორტრეტებს (რაიტი კვლავაც არ იყო, რადგანაც იურიდიულად არ ითვლებოდა ჯგუფის წევრად, მიუხედავად იმისა, რომ უკრავდა საკონცერტო ტურნეს მსვლელობისას).

2011 წლის გამოცემაში, გარეკანის წინა მხარეს არ არის გამოტანილი ჯგუფის სახელწოდება და ალბომის სათაური. მთავარი გამოსახულება - საწოლებით და მამაკაცით - გაშლილია მთელ კვადრატზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ვერსიაში ალბომის შიდა გაფორმებიდან ამოღებულია მეისონის/გილმორის სტანდარტული სურათები და ახლავს გილმორის, რაიტისა და მეისონის ერთობლივი სურათი. 2016 წლის CD გამოცემაში მთავარ სურათზე დაბრუნდა ჯგუფის და ალბომის სახელწოდებები.

ალბომი ბრიტანეთსა და აშშ-ში 1987 წლის 7 სექტემბერს გამოვიდა - როგორც გრამფირფიტის, ასევე CD-ის ფორმატში. ახალი CD 1997 წელს გამოვიდა. 1992 წელს ალბომი შევიდა Shine On-ის შემადგენლობაში, 2011 წელს კი - Discovery-ში.

2016 წელს ალბომი ხელახლა გამოიცა CD-ის სახით (Pink Floyd Records) და ანალოგური ფირებიდან აღდგენილ გრამფირფიტაზე.

ყველა წამყვანი ვოკალი - დეივიდ გილმორი, გარდა მითითებულისა.

მხარე 1
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Signs of Life“ (ინსტრუმენტული, საუბარი - ნიკ მეისონი)დეივიდ გილმორი, ბობ ეზრინი4:24
2.„Learning to Fly“გილმორი, ენტონი მური, ეზრინი, ჯონ კერინი4:53
3.„The Dogs of War“გილმორი, მური6:05
4.„One Slip“გილმორი, ფილ მანზანერა5:10
5.„On the Turning Away“გილმორი, მური5:42
საერთო ხანგრძლივობა:26:14
მხარე 2
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
6.„Yet Another Movie“გილმორი, პატრიკ ლეონარდი6:28
7.„Round and Around“ (ინსტრუმენტული)გილმორი1:02
8.„A New Machine (Part 1)“გილმორი1:46
9.„Terminal Frost“ (ინსტრუმენტული)გილმორი6:17
10.„A New Machine (Part 2)“გილმორი0:38
11.„Sorrow“გილმორი8:46
საერთო ხანგრძლივობა:24:55
შენიშვნა

2011 წლის რემასტერიდან მოყოლებული, „Yet Another Movie“ და „Round and Around“ ცალკე კომპოზიციებად არის ინდექსირებული.

გამოუცემელი სიმღერები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„Peace Be With You“ იყო ერთ-ერთი სიმღერა, ჩაწერილი ამ სესიების დროს, მაგრამ იგი გამოუცემელი დარჩა[8]. სავარაუდოდ, მისი ტექსტი ეხებოდა როჯერ უოტერსთან განშორებას.

საკონცერტო ტურნეს მსვლელობისას გადაღებული ფოტოსურათები

ალბომის გამოსვლის შემდეგ პინკ ფლოიდმა ჩაატარა მასშტაბური საკონცერტო ტურნე. თავდაპირველად დაგეგმილი იყო 11 კვირიანი პროგრამა, თუმცა მოგვიანებით ეს 3 წლიან პროექტად იქცა. ტურნეს პირველი ეტაპი დაიწყო 1987 წლის 9 სექტემბერს, ლენდსდაუნის პარკში (ოტავა) და დასრულდა ვანკუვერში (კანადა), 1987 წლის 10 დეკემბერს. შემდეგი ეტაპი დაიწყო ოკლენდში (ახალი ზელანდია), 1988 წლის 23 იანვარს და დასრულდა ნასაუ კოლიზეუმის კონცერტების (ნიუ-იორკი), 1988 წლის 23 აგვისტოს (ამ კონცერტებზე ჩაიწერა აუდიო და ვიდეო მასალა შემდგომ გამოცემული ალბომისთვის და ფილმისათვის). 1989 წლის გაზაფხულზე დაიწყო ტურნეს კიდევ ერთი ეტაპი, რომელსაც Another Lapse ეწოდა.

  • ოქროს და პლატინის სტატუსი (1987 წლის ნოემბერი)
  • ორმაგი პლატინა (1988 წლის იანვარი)
  • სამმაგი პლატინა (1992 წლის თებერვალი)
  • ოთხმაგი პლატინა (2001 წლის აგვისტო)
  • „Learning to Fly“ (შემოკლებული ვერსია)/„Terminal Frost“ – Columbia 38-07363; გამოვიდა 1987 წლის 15 სექტემბერს
  • „On the Turning Away“/„Run Like Hell“ (საკონცერტო ვერსია) – Columbia 38-07660; გამოვიდა 1987 წლის 24 ნოემბერს
  • „The Dogs of War“; 1988 წლის აპრილი (აშშ რადიო სადგურები)
  • „One Slip“/„Terminal Frost“; 1988 წლის ივნისი

ჩარტები და სერტიფიცირებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. რულმანი, უილიამ. Pink Floyd A Momentary Lapse of Reason. AllMusic. ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი 2013.
  2. კრისტგოუ, რობერტ. CG: Pink Floyd. რობერტchristgau.com. ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი 2013.
  3. მაკ-კორმიკი, ნილ (20 მაისი 2014). „Pink Floyd's 14 studio albums rated“. The Daily Telegraph. ლონდონი. ციტირების თარიღი: 28 დეკემბერი 2014.
  4. Graff & Durchholz 1999, p. 874
  5. Pink Floyd: Album Guide. rollingstone.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 თებერვალი 2011. ციტირების თარიღი: 28 დეკემბერი 2014.
  6. ჯონ პარელესი (2008-09-15). „რიჩარდ რაიტი, პინკ ფლოიდის წევრი, გარდაიცვალა 65 წლის ასაკში“. The New York Times. ISSN 0362-4331.
  7. http://www.floydianslip.com/storm.htm
  8. ინტერვიუ ჯეიმზ გათრისთან
  9. კენტი, დეივიდ (1993). Australian Chart Book 1970–1992, Illustrated, St. Ives, N.S.W.: Australian Chart Book, გვ. 233. ISBN 0-646-11917-6. 
  10. "Pink Floyd - A Momentary Lapse of Reason" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  11. "RPM-ის საუკეთესო ალბომები: გამოცემა 0886." RPM. კანადის ბიბლიოთეკა და არქივები. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  12. „Dutchcharts.nl – Pink Floyd – A Momentary Lapse of Reason“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  13. "Offiziellecharts.de – Pink Floyd – A Momentary Lapse of Reason" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  14. "Pink Floyd – A Momentary Lapse of Reason". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  15. "Pink Floyd – A Momentary Lapse of Reason". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  16. "Pink Floyd – A Momentary Lapse of Reason". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  17. "Pink Floyd – A Momentary Lapse of Reason". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  18. "Pink Floyd | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  19. „Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  20. "Archívum – Slágerlisták – MAHASZ – Magyar Hangfelvétel-kiadók Szövetsége". Mahasz.hu. LightMedia. წაკითხვის თარიღი 3 თებერვალი, 2017.
  21. "Oficjalna lista sprzedaży :: OLIS - Official Retail Sales Chart". OLiS. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები. წაკითხვის თარიღი 2 თებერვალი 2017.
  22. 22.0 22.1 Povey 2007, p. 350
  23. Austrian album certifications – Pink Floyd – A Momentary Lapse of Reason გერმანულად. IFPI ავსტრია. შეიყვანეთ Pink Floyd ველში Interpret. შეიყვანეთ A Momentary Lapse of Reason ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
  24. Canadian album certifications – Pink Floyd – A Momentary Lapse of Reason. Music Canada.
  25. ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Pink Floyd; 'A Momentary Lapse of Reason') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
  26. ოფიციალური შვეიცარიული ჩარტების და მუსიკის საზოგადოება: ჯილდოები (Pink Floyd; 'A Momentary Lapse of Reason'). Hung Medien.
  27. British album certifications – Pink Floyd – A Momentary Lapse of Reason. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ A Momentary Lapse of Reason ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  28. American album certifications – Pink Floyd – A Momentary Lapse of Reason. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH