[go: up one dir, main page]
More Web Proxy on the site http://driver.im/შინაარსზე გადასვლა

See Emily Play

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„See Emily Play“
სინგლიპინკ ფლოიდი
B-მხარე The Scarecrow
გამოსვლის თარიღი 16 ივნისი, 1967
ჩაიწერა 21 მაისი, 1967, Sound Techniques, ლონდონი
ჟანრი ფსიქოდელიური როკი, ფსიქოდელიური პოპი[1]
ხანგრძლივობა 2:53
ხმისჩამწერი ლეიბლი Columbia (EMI) (ბრიტანეთი)
Tower/Capitol (აშშ)
პროდიუსერი ნორმან სმითი
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია
„Arnold Layne“
(1967)
See Emily Play
(1967)
„Flaming“
(1967)
Echoes: The Best of Pink Floyd — სიმღერების სია

See Emily Play“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა, რომელიც დაწერა ჯგუფის ლიდერმა სიდ ბარეტმა[2][3] . იგი ჩაიწერა 1967 წელის 23 მაისს და, როგორც სინგლის სახით გამოცემა, შეიცავს ორ სიმღერას - „See Emily Play“ და „Scarecrow“.მოგვიანებით იგი შეიტანეს კომპილაციებში Relics 1971), Works (1983), Shine On (1992) და Echoes: The Best of Pink Floyd (2001).

ეს სიმღერა არის გოგონაზე სახელად ემილი, რომელიც ბარეტმა იხილა თავისი ჰალუცინაციის დროს, ტყეში ყოფნისას. ჟურნალ „Mojo“-ში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიას ავტორმა თან დაურთო ემილის სავარაუდო ფოტოსურათი. ზოგიერთი თვლის, რომ ემილი ანდერგრაუნდულ ლონდონში ცნობილი რეალური პიროვნება იყო.

ბარეტი, როგორც ცნობილია, არ იყო კმაყოფილი სტუდიური ვერსიით. მას არ სურდა ამ ვარიანტის გამოცემა, რადგან, როგორც ნორმან სმითი, ჩანაწერის პროდიუსერი ამბობს, მას კომერციული ჩანაწერების ზიზღი ჰქონდა. სიმღერის ჩაწერის დროს სტუდიაში იმყოფებოდა დეივიდ გილმორიც, რომელიც შოკირებული იყო სიდის პიროვნების ცვლილებით - იმ ადამიანთან შედარებით, რომელსაც უფრო ადრე იცნობდა. ბარეტმა არც კი იცნო დეივიდი, რომელიც ამავე დროს, მისი მეგობარი იყო.

ვინაიდან EMI-ს არქივებში არ მოიპობება ქაღალდები სტუდიური სესიების შესახებ შენიშვნებით, ჩაწერის პროცესზე ცოტა რამ არის ცნობილი. ინჟინერ ჯეფ ჯერეტის თქმით, პირველი ვერსიები უფრო ხანგრძლივი იყო. თავდაპირველი ფირი სავაუროდ წაიშალა ან გადააგდეს. სიმღერის ორიგინალური ჩანაწერი მონო-ვერსიას წარმოადგენს, თუმცა კომპილაციაზე Relics პირველად გამოჩნდა ხელოვნური სტერეოვერსია.

სოლო სლაიდ გიტარაზე, რომელიც გამოიყენეს სიმღერაში, ბარეტის მიერ არის დაკრული, „ზიპოს“ სანთებელით. მატარებელი, რომელიც გამოსახულია სინგლის გარეკანზე, აგრეთვე სიდის ნამუშევარია.

ნომერი სამჯერ შესრულდა გადაცემაში Top Of The Pops, მაგრამ BBC-მ დაკარგა სამივე ფირი. 2009 წლის ბოლოს ბრიტანეთის კინოინსტიტუტის არქივებში აღმოაჩინეს ერთ-ერთი ფირის დაზიანებული ვერსია, რომელიც შემდეგ წელს ერთ-ერთ დახურულ ჩვენებაზე წარადგინეს. შემდგომში მისი მეკობრული ვერსია გავრცელდა ინტერნეტში, მაგრამ ოფიციალური შევიდა The Early Years 1965–1972-ში.

1968 წელს, პინკ ფლოიდის ბელგიაში ყოფნის პერიოდში, გადაღებული იქნა ვიდეორგოლები „See Emily Play“, „Astronomy Domine“, „The Scarecrow“, „Apples and Oranges“, „Paint Box“, „Set The Controls For The Heart Of The Sun“ და „Corporal Clegg“. ბარეტი არ გაჰყვა ჯგუფს ამ ტურნეში, ამ პერიოდისთვის იგი უკვე შეცვალა დეივიდ გილმორმა.

გავლენა და სხვა ვერსიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერამ დიდი გავლენა იქონია უამრავი მუსიკოსის შემოქმედებაზე. დეივიდ ბოუიმ იგი მოგვიანებით გამოიყენა საკუთარი ვერსიის შესაქმნელად, ალბომისთვის Pin Ups. 2006 წლისთვის დეივიდ გილმორთან ერთად „Arnold Layne“-ის შესრულებამდე „See Emily Play“ იყო ჯგუფის ერთადერთი სიმღერა, რომელიც მის მიერ შესრულებულა.

ჯონ ფრუშიანტემ (Red Hot Chili Peppers) იგი შეასრულა 2007 წლის 31 იანვრის კონცერტზე, ფლორიდას შტატში.

მელოდიის ერთი ფრაგმენტი შესრულებულია Minimoog-ის ტიპის ორგანზე, სიმღერის „Shine On You Crazy Diamond (Parts 6-9)“ ფინალში, ალბომის Wish You Were Here დასასრულს.

სიმღერის ბას-პარტია ახლოს დგას პინკ ფლოიდის სხვა კომპოზიციებთან, როგორიც არის „Goodbye Cruel World“ და „Careful with That Axe, Eugene“.

  1. Schaffner, Nicholas (2005). Saucerful of Secrets: The Pink Floyd Odyssey, New, London: Helter Skelter, გვ. 65. ISBN 1-905139-09-8. 
  2. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  3. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.