ა
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან Ა)
ქართული ასო „ა“ | |
---|---|
ა | |
სახელწოდება | |
ა: |
GEORGIAN LETTER AN |
უნიკოდი | |
ა: |
U+10D0 |
HTML-კოდი | |
ა: |
ა ანა |
ასო „ა-ს“ სურათი | |
ვიკისაწყობი ასო „ა“ |
ა, ⴀ, Ⴀ, Ა[1] (ანი) — ქართული ანბანის პირველი ასო. მისი სახელია „ანი“. გრაფიკული სიმბოლო შუა რიგის დაბალი აწეულობის არალაბიალიზირებული ხმოვანი ბგერისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴀ, ნუსხურში — ⴀ. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა რიცხვ ერთს (1). მხედრული დამწერლობის ოთხხაზოვან სისტემაში მისი მოხაზულობა შუა ორ ხაზში თავსდება.
იხმარება დამატებით განმასხვავებელ ნიშნად ციფრობრივი ნუმერაციის დროს, როდესაც რამდენიმე საგანს ერთი და იგივე ნომერი აქვს: Iა კლასი, სახლი №47ა.
მოხაზულობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასომთავრული ႠႱႭႫႧႠႥႰႳႪႨ |
ნუსხური ⴌⴓⴑⴞⴓⴐⴈ |
მხედრული | მთავრული ᲛᲗᲐᲕᲠᲣᲚᲘᲗ |
სახელწოდება | რიცხვითი მნიშვნელობა |
IPA | ISO 9984 | რომანიზაცია | NGR |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ანი | 1 | /ɑ/ | A a | A a | A a |
ა-ს მოხაზულობა ასომთავრულში ჰორიზონტალისა და გახსნილი წრის კომბინაციაა, რომელიც კვადრატულ არეს იკავებს. ა ნუსხურში კუთხოვანი ფორმისაა და მარჯვნივ გადახრილი. მხედრულში ერთიანი, მომრგვალებული კონტურის მქონეა. ნუსხურსა და მხედრულში ა შუა ორ ხაზში იწერება.
კოდების ცხრილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრაილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მხედრული[2] |
---|
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 9.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 9.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ა ვიქსიკონში |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Georgian Extended
- ↑ UNESCO, World Braille Usage, Third Edition, Washington, D.C. p. 45
|