[go: up one dir, main page]
More Web Proxy on the site http://driver.im/შინაარსზე გადასვლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქართული ასო „ჯ“
სახელწოდება
ჯ:
GEORGIAN LETTER JHAN
უნიკოდი
ჯ:
U+10EF
HTML-კოდი
ჯ:
ჯ ანჯ
ასო „ჯ-ს“ სურათი
ვიკისაწყობი ასო „ჯ“

, , , [1] (ჯანი) — ქართული ანბანის ოცდამეთორმეტე ასო (ძველ ქართულში ოცდამეთექვსმეტე იყო). შეესაბამება წინაენისმიერ მჟღერ შიშინა თანხმოვანს. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა რიცხვ რვაათასს (8000).

ასომთავრული
ႠႱႭႫႧႠႥႰႳႪႨ
ნუსხური
ⴌⴓⴑⴞⴓⴐⴈ
მხედრული მთავრული
ᲛᲗᲐᲕᲠᲣᲚᲘᲗ
სახელწოდება რიცხვითი
მნიშვნელობა
IPA ISO 9984 რომანიზაცია NGR
ჯან 8000 d͡ʒ J̌ ǰ J j J j

ჯ-ს ასომთავრულში ჯვარედინი ფორმა აქვს. ასომთავრულის ყველა ასო ერთი გრაფიკული სისტემითაა აგებული, ისინი მარტივი გეომეტრიული ელემენტების — წრისა და სწორი ხაზისაგანაა ნაწარმოები, შემადგენელი ნაწილები კი ერთმანეთს ყოველთვის მართი კუთხით უკავშირდება. ჯ–ს ასომთავრული ჯვარედინი მოხაზულობა არღვევს ასოთა გრაფიკული აგებულების ამ ზოგად წესს და ამ მხრივ ერთადერთია ძველ ქართულ ანბანში. გრაფიკული სისტემის დარღვევის მიზეზების შესახებ რამდენიმე მოსაზრება არსებობს.

პროფესორი ელენე მაჭავარიანი ჯანის ასომთავრულ მოხაზულობას საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრებას უკავშირებს და მიიჩნევს, რომ მისი ფორმა იესო ქრისტეს ინიციალების – ინისა და ქანის დიაგონალური გადაკვეთითაა მიღებული[2][3]. ამდენად, ჯ ასო ასომთავრულ დამწერლობაში იესო ქრისტეს მონოგრამას წარმოადგენს:

ამ თვალსაზრისით ჯანის ასომთავრული ჯვარედინი ფორმა ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ უნდა იყოს შემოღებული. ქართული დამწერლობის არცერთ ქრისტიანობამდელ ძეგლზე არაა ჯანის განსხვავებული მოხაზულობა, შესაბამისად უცნობია, როგორი ფორმა ექნებოდა მას, სანამ დღევანდელ ჯვარედინ მოხაზულობას მიიღებდა. ერთადერთი განსხვავებული ფორმა ჯანისა დაფიქსირებულია დავათის სტელაზე, რომელზეც ქართული ასომთავრული ანბანია ჩამოწერილი და რომელიც IV საუკუნის 60–იანი წლებით თარიღდება. დავათის სტელაზე გამოსახული ნიშანი, რომელიც ანბანის თანმიმდევრობის გათვალისწინებით ანის ადგილას დგას, არ არღვევს ასომთავრული ასოების გრაფიკული აგების ზოგად წესს და ამგვარად გამოიყურება: .

ჯანის ჯვარედინ მოხაზულობაზე საკუთარი მოსაზრება აქვს რამაზ პატარიძეს. იგი თვლის, რომ ჯვრის ფორმა ანბანის დასასრულის მანიშნებელია[4].

ნუსხურში მარჯვნივ არის გადახრილი. მხედრულში მას მომრგვალებული ფორმა აქვს. ნუსხურსა და მხედრულში იგი ქვედა სამ ხაზში იწერება.

მახასიათებლები ასომთავრული ნუსხური მხედრული მთავრული
გამოსახულება
სახელწოდება georgian capital letter jhan georgian small letter jhan georgian letter jhan georgian mtavruli capital letter jhan
Unicode Code Point U+10BF U+2D1F U+10EF U+1CAF
HTML Entity (Decimal) Ⴟ ⴟ ჯ
HTML Entity (Hexadecimal) Ⴟ ⴟ ჯ Ჯ
მხედრული[5]

სხვა მნიშვნელობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  •  — ენერგიის ერთეულის „ჯოულის“ შემოკლებული აღნიშვნა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Georgian Extended
  2. ელენე მაჭავარიანი, „მწიგნობრობაჲ ქართული“ თბ., 1989
  3. ელენე მაჭავარიანი, „ქართული დამწერლობა“ თბ., 2008, გვ. 13
  4. რ. პატარიძე, "ქართული ასომთავრული", თბ., 1980, გვ. 85–86
  5. UNESCO, World Braille Usage, Third Edition, Washington, D.C. p. 45
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჯ&oldid=3600756“-დან