Pentium 4
იერსახე
პროცესორი Pentium 4 2000 წელს დამუშავდა. იგი პროცესორების ახალ თაობას (80786) წარმოადგენს. მისი ტექნიკური მახასიათებლებია:
- სატაქტო სიხშირე - 1,3-3,2 გჰც;
- ტრანზისტორების რაოდენობა - 42-55 მილიონი;
- 64-თანრიგა გარე სალტე, რომელიც წინა პროცესორების 32 თანრიგა სალტის შეთაცსებადია;
- ყენდება სისტემურ პლატებზე, რომელთა სატაქო სიხშირე შეიძლება 400, 533, ან 800 მჰც-ს შეადგენდეს;
- არითმეტიკულ-ლოგიკური მოწყობილობა პროცესორის გაორმაგებულ სიხშირეზე მუშაობს;
- ჰიპერკონტეირული ტექნოლოგია (20 საფეხური);
- განშტოებების გაფართოებული პროგნოზირება;
- 20 კბაიტი მოცულობის L1 Cache მეხსიერება;
- პროცესორის მიკროსქემაში ჩაშენებული და მის სიხშირეზე მომუშავე 256 კბაიტი მოცულობის L2 Cache მეხსიერება;
- დამატებითი ინსტრუქციები აუდიო და ვიდეომონაცემების დასამუშავებლად;
- მოხმარებული სიმძლავრის შემცირების რეჟიმი.
ყველა ჩამოთვლილი კომპონენტიდან განსაკუთრებით საინტერესოა სისტემური სალტის სიხშირის მნიშვნელოვანი ზრდა. ტექნიკურად სალტე 100/133/200 მჰც სიხშირეზე მუშაობს, თუმცა ერთ ტაქტში ერთის ნაცვლად ოთხი მონაცაემი გადაიცემა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: