[go: up one dir, main page]
More Web Proxy on the site http://driver.im/შინაარსზე გადასვლა

Sardinella

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Sardinella

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Sardinella

Sardinella — თევზების გვარი ქაშაყისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 20-40 სმ აღწევს. გავრცელებულია ატლანტის, ინდოეთის და წყნარ ოკეანეებში. დაახლოებით 20-მდე სახეობა გავრცელებულია სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებში. გვხვდება შავი ზღვის საქართველოს ნაპირებთან (ბათუმის ყურე). პელაგიური პლანქტოფაგი თევზებია. ცოცხლობს 3-იდან 6-7 წლამდე. გვარის ზოგიერთი წარმომადგენელი ასრულებს ვერტიკალურ სადღეღამისო მიგრაციას.

  • სტატიიდან: სარდინები; დემეტრაშვილი შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 102.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Sardinella&oldid=2528884“-დან