[go: up one dir, main page]
More Web Proxy on the site http://driver.im/შინაარსზე გადასვლა

Nickelback

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Nickelback

ჯგუფი Juno-ს დაჯილდოებაზე
ბიოგრაფია
წარმოშობა ჰანა, კანადა
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 1995-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები
ყოფილი წევრები
საიტი
Nickelback ვიკისაწყობში

Nickelbackკანადური როკ-ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა კანადის ქალაქ ჰანაში. ჯგუფის წევრები არიან: მთავარი გიტარისტი და ვოკალისტი ჩედ კრიუგერი, პიანისტი და ბეკ-ვოკალისტი რაიან პიკი, ბასისტი მაიკ კრიუგერი და დრამერი რაიან ედერი. ჯგუფმა განიცადა რამდენიმე ცვლილება შემადგენლობაში 1995 წლიდან 2005 წლამდე, 2005 წელს კი დრამერი რაიან ვიკედალი ჩაანაცვლა რაიან ედერმა და მას შემდეგ ჯგუფის შემადგენლობაში ცვლილება აღარ მომხდარა.

Nickelback კომერციული თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჯგუფია მსოფლიოში, 50 მილიონი გაყიდული ალბომით.[1] იგი იკავებს მეთერთმეტე ადგილს ყველაზე გაყიდვად ჯგუფებს შორის, ხოლო აშშ-ში გაყიდვად უცხოურ ჯგუფებს შორის მეორეს (The Beatles-ის შემდეგ).[2][3]. მუსიკალურმა ჟურნალმა Billboard Nickelback-ს ათწლეულის საუკეთესო როკ-ჯგუფის ტიტული მიანიჭა, ხოლო მათი ოთხი ალბომი, იმავე გამოცემის მიხედვით, ათწლეულის საუკეთესო ალბომებად ჩათვალეს.[4]

ჯგუფმა 1999 წელს გააფორმა ხელშეკრულება ლეიბლ Roadrunner Records-თან. ჯგუფმა 2000 წელს გამოშვებული ალბომით The State[5] დიდ კომერცილულ წარმატებას მიაღწია. უფრო დიდი წარმატება და პოპულარობა მათ 2001 წლის ალბომმა მოუტანა. Silver Side Up-ის[5] ჩაწერის შემდეგ Nickelback-მა ჩაწერა თავის ჰიტ-სიმღერა - "How You Remind Me" . სიმღერა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ერთდროულად ამერიკულ და კანადურ ჩარტებში პირველ ადგილს იკავებდა გარკვეული ხნის მანძილზე.[6] შემდეგ ჯგუფმა ჩაწერა თავის მეოთხე ალბომი The Long Road, რომელშიც შევიდა მათი მორიგი ჰიტი "Someday". სიმღერამ დაიკავა პირველი ადგილი კანადურ ჩარტებში,[7] ხოლო Billboard Hot 100-ში მეშვიდე. მათი მომდენო ალბომი სახელწოდებით All The Right Reasons ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ჯგუფის მიერ ჩაწერილ ალბომთა შორის. ამ ალბომში შესული სიმღერებიდან 3 შედის Billboard Hot 100-ის ათეულში, ხოლო 5 ოცეულში. Nickelback-ის მომდევნი ალბომია Dark Horse, რომელიც 8 სიმღერას შეიცავს. ჯგუფმა შემდეგი ალბომი — Here and Now 2011 წელს ჩაწერა, რომელიც წინამორბედების მსგავსად ლიდერობდა ჩარტებს.[8] ჯგუფს მოგებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის 12-ჯერ ჯუნო.[9]

Nickelback ჩამოყალიბდა ადრეულ 1990-იან წლებში, ვანკუვერში, ხოლო დამაარსებლები არიან: ჩედ კრიუგერი, რაიან პიკი, მაიკ კრიუგერი და ბრენდონ კრიუგერი. ჯგუფის თავდაპირველი სახელი "Village Idiots" არის და მათი თავდაპირველი საქმიანობა სხვა როკ-ჯგუფების მიერ დაწერილი სიმღერებს შესრულება იყო, მაგალითად, ლედ ზეპელინისა და მეტალიკის. გარკვეული ხნის შემდეგ ჩედ კრიუგერმა თავის მამინაცვლისგან 4000 $ ისესხა და მალევე, 1996 წელს ჯგუფმა ჩაწერა პირველი ალბომი — Hesher (EP).[10]. ალბომის საკმაო წარმატების მიუხედავად, 10000 დისკის გაყიდვის შემდეგ მათ ალბომის წარმოება შეაჩერეს. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩედ კრიუგერმა, ერთ-ერთ ინტერვიუში ამ ალბომს სრული საშინელება უწოდა და აღნიშნა, რომ იმ ალბომიდან მხოლოდ ეთი სიმღერა წარმოადგენდა მისთვის ღირებულს, ეს სიმღერა არის "Fly", რომელიც მათ მომდევნო ალბომშიც შევიდა და ეს ალბომი არის Curb, რომელიც იმავე 1996 წელს ჩაიწერა. ჯგუფის სახელი მომდინარეობს ერთი შემთხვევისგან. როდესაც ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, კერძოდ მაიკ კრიუგერმა Starbuck-ში(ამერიკული ყავის კომპანია) მუშაობისას მყიდველს ხურდად მისცა კანადური მონეტა nickel იმის აღსანიშნავად, რომ იგი კანადელი იყო და თავის ეროვნებას არ ცვლიდა ამერიკულზე. ამ შემთხვევის შემდეგ იგი ხშირად იმეორებდა - "Here's your nickel back"(ინებეთ nickel(ხურდა))."[11][12] ამგვარად ჯგუფს ეწოდა Nickelback. 1997 წელს ჯგუფი დრამერმა - ბრენდონ კრიუგერმა დატოვა და იმავე წელს მისი ადგილი დაიკავა მიტჩ გინდონმა, თუმცაღა არც ის დარჩა ჯგუფში დიდი ხნით და 1998 წლის ზაფხულში იგი ჩაანაცვლა რაიან ვიკედალმა.

Curb-ის ჩაწერიდან მალევე Nickelback-ით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლეიბლი Roadrunner Records დაინტერესდა. მუსიკალურ ჯურნალ HitQuarters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში A&R-ის დირექტორმა რონ ბერმანმა განაცხადა, რომ მისმა მზვერავმა დასავლეთიდან მას გაუგზავნა ერთ-ერთი ჯგუფის ალბომი, რომლითაც მოხიბლული იყო. რონ ბერმანი მალევე გაემგზავრა ვანკუვერში Nickelback-ის კონცერტის საყურებლად და განსაკუთრებით მოიხიბლა Nickelback-ის სიმღერით სახელად "Leader of Men", რომელსაც დამანგრეველ ჰიტად გახდომა უწინასწარმეტყველა."[13] სწორედ ამ კონცერტის ყურების შემდეგ გადაწყვიტა მან Nickelback-ისა და Roadrunner Records-ის ერთმანეთთან დაკვშირება. უცნაურია, მაგრამ მას Roadrunner Records-ის უფროსების დარწმუნებისთვის 3 თვე დასჭირდა..[13] საბოლოოდ მათ შორის ხელშეკრულება გაფორმდა 1999 წელს.

ჯგუფის შემდეგი ალბომი The State გამოვიდა 2000 წელს Roadrunner Records-ისა და EMI Canada-ს მხარდაჭერით. 2001 წელს ალბომი ევროპაშიც გამოვიდა. ალბომი 4 სიმღერას შეიცავს მათგან 4 - "Old Enough", "Worthy To Say", "Leader of Men" და "Breathe" მალევე აიტაცა მსმენელმა, ხოლო ამ ოთხი სიმღერიდან ბოლო ორი ითვლებ საუკეთესო 10 როკ-ჰიტად. ალბომს 2008 წელს პლატინის სტატუსი მიენიჭა,[14] იმავე ალბომმა Billboard Top Heatseekers-ის მიხედვით მე-3 ადგილი დაიკავა, ბილბორდის საუკეთესო დამოუკიდებელ ალმომებს შორის მე-6.[15]

2001 წლიდან ჩედ კრიუგერმა დაიწყო მუსიკის შესწავლა დაწვრილილებით, იგი იკვლევდა ყველა წარმატებულ სიმღერას, რათა გაერკვია წარმატების საიდუმლო, თუ რა სჭირდებოდა მუსიკას, რომ წარმატებული გამოსულიყო. როგორც ჩანს მან მალევე მიაკვლია წარმატების საიდუმლოს, რასაც ადასტურებს მათი შემდეგი ალბომი Silver Side Up, რომელიც ჯგუფმა 2001 წელს ჩაწერა.

მუსიკალური ნაწყვეტები:

ეს ალბომი ჯგუფმა პროდიუსერ რიკ პარაშართან თანამშრომლობით ჩაწერა Roadrunner Records-ის დახმარებით.[16] აღსანიშნავია, რომ ეს ალბომი ჯერ კიდევ The State-ის გამოშვებამდე იყო დაწერილი, თუმცაღა მისი ჩაწერა მხოლოდ 2001 წლის 11 სექტემბერს მოხერხდა. ალბომმა წინამორბედ ალბომებზე მეტი წარმატება მოუტანა Nickelback-ს, მან ჟურნალ Billboard-ის მიხედვით მე-2 ადგილი დაიკავა საუკეთესო 200 ალბომს შორის ჩაწერიდან პირველივე კვირას, ხოლო კანადურ ჩარტებში კვლავაც დაისაკუთრა პირველი ადგილი.[17] სწორედ ამ ლბომშია შესული ჯგუფის ჰიტ-სიმღერა "How You Remind Me", რომელმაც როგორც როკ, ისე პოპ ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. სიმღერამ ასევე პირველი ადგილი დაიკავა Adult Top 40-ში, ხოლო Billboard Hot 100-ის ვერსიით 2001 წლის საუკეთესო ალბომად დასახელდა. შემდეგმა წარმატებულმა სიღმერამ 2001 წლის ალბომიდან "Too Bad" ასევე დაისაკუთრა პირველი ადგილი Mainstream Rock ჩარტში. ალბომში შემავალი კიდევ ერთი სიმღერა "Never Again" ასევე წარმატებული აღმოჩნდა. საბოლოოდ ჯგუფმა 8.5 მილიონი დისკი გაყიდა, რამაც მატერიალურად კიდევ უფრო გააძლიერა Nickelback. 2002 წელს ჩედ კრიუგერმა ჯოზ სკოტთან ერთად ჩაწერა ფილმ "ადამიანი ობობა"-ს საუნდტრეკი - "Hero". 2003 წელს სიმღერა წარდგენილა იქნა გრემიზე. 2002 წელს ჯგუფმა გამოუშვა პირველი DVD - Live at Home. 2003 წელს Nickelback-მა გამოუშვა შემდეგი ალბომი, სახელწოდებით The Long Road. ალბომს მიენიჭა 3x Platinum სერტიფიკატი RIAA-ს მიერ 2005 წლის მარტში.[18] 2003 წლისთვის სულ 2 მილიონი დისკი გაიყიდა მთელ მსოფლიოში დღემდე კი 5 მილიონია გაყიდული.[19] ამ ალბომმა Billboard 200-ის მიხედვით მე-6 პოზიცია დაიკავა, ხოლო Billboard-ის ათწლეულის 200 საუკეთესო ალბომს შორის 157-ე.[20] ალბომში მთავარი სიმღერაა "Someday".[21] ალბომში ასევე შესულია "Feelin' Way Too Damn Good", რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა Mainstream-ის როკ ჩარტებში. ამავე ალბომში შესულმა კიდევ ერთმა სიმღერამ "Figured You Out" მე-13 ადგილი დაიკავა Mainstream-ის როკ ჩარტებში.

2005 წელს ჯგუფი რაიან ვიკედალმა დატოვა. 2003 წელს ჯგუფს 3 Doors Down-ის დრამერი დანიელ ედერი შეუერთდა. მისი შეერთებით გამოწვეულ სიხარულს ვერ მალავდა ჯგუფის ვერც ერთი წევრი, მით უფრო ჩედ კრიუგერი. ჩედმა განაცხადა, რომ მან მათ ჯგუფში დიდი შემოქმედებითი მუხტი შემოიტანა ხოლო თავად დანიელი განსაცვიფრებელი მუსიკოსია.[22] 2005 წელს ჯგუფმა ჩაწერა რიგით მეხუთე ალბომი All the Right Reasons, რომელმაც 1 ადგილი დაიკავა Billboard 200-ის მიხედვით და გამოშვებიდან პირველივე კვირას 323,350 ალბომი გაიყიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.[23] ალბომმა ასევე პირველი ადგილი დაიკავა კანადურ ალბომ ჩარტებში. Nickelback]-ის ამ ალბომში შესული სიმღერებიდან ხუთმა დაიკავა U.S. Hot 100-ის 20 საუკეთესო სიმღერას შორის, ეს სიმღერებია: "Photograph", "Savin' Me", "Far Away", "If Everyone Cared" და "Rockstar". ამ სიმღერებიდან 4-მა კი U.S. Hot 100-ის 10 საუკეთესო სიმღერას შირის დაიკავა ადგილი. ალბომიდან 12 მილიონი სიმღერა გაიყიდა. BDS-ის ისტორიაში Nickelback არის ერთადერთი ჯგუფი, რომლის 5-მა სიმღერამ CHR-ის ჩარტში დაიკავა ადგილი. 2006 წელს ჯგუფმა გამართა კონცერტები სტარგისსა და სამხრეთ დაკოტაში. სტარგისში გამართულ კონცერტს, რომელსაც 15 მაღალი გარჩევადობის კამერა აშუქებდა, 35,000 ადამიანი დაესწრო. წარმოდგენა რამდენიმე წლის შემდეგ, კერძოდ 2009 წელს გამოუშვეს.[24] ჯგუფმა 2006 — 2007 წლები ძირითადად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კონცერტების ჩატარებას დაუთმო.[25] ამ ტურნემ ჯგუფს დიდი მოგება მოუტანა, მათ ამ დაახლოებით 2 მილიონი ბილეთი გაყიდეს.[26] 2006 წლის ივნისში ბრიტანეთში დააკავეს ჩედ კრიუგერი ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის, თუმცაღა იგი მალევე გაათავისუფლეს, კერძოდ იმავე წლის აგვისტოში. 2006 წლის ნოემბერში ჯგუფმა მოიგო AMA (ამერუკული მუსიკალური ჯილდო), საუკეთესო პოპ/როკ ალბომისთვის , რაც იმდენად მოულოდნელი იყო რომ, თვით ჯგუფის წევრებიც კი გაკვირვებულები იყვნენ. დაჯილდოების შემდეგ ჩედმა განაცხადა, რომ ისინი იმითაც ამაყობდნენ, რომ იმ საღამოს ნომინანტებს შორის იყვნენ. მან დაამატა, რომ ისინი ფიქრობდნენ ამ ჯილდოს Red Hot Chili Peppers მოიგებდა.[27]

რამდენიმე სიმღერის შესრულებისას ჯგუფმა დამატებით გამოიყენა რამდენიმე ინსტრუმენტი სიმღერისთვის მეტი ჟღერადობის მისანიჭებლად, მაგალითად, სიმღერაში — "Savin' Me" ჯგუფმა გამოიყენა ფორტეპიანო და დამატებით რამდენიმე სიმებიანი საკრავი. ჩედ კრიუგერმა ჯგუფის ოფიციალურ საიტზე განაცხადა, რომ მათ ეშინოდათ ფორტეპიანოს გამოყენება და არ იცოდნენ, საბოლოოდ რამდენად ჩაჯდებოდა მათი სიმღერა როკის ჩარჩოებში. "მაგრამ საბოლოოდ სიმღერა კარგი გამოვიდა" დასძინა ჩედმა. 2010 წლის 19 ივნისამდე ამ ალბომის 7 მილიონი დისკი გაიყიდა აშშ-ში.[28] გარდა ალბომის წარმატებებისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ჩედ კრიუგერმა 2005 წელს დააარსა საკუთარი ლეიბლი 604 Records.[29] 2007 წელს ჯგუფი ჩაერთო Canada's Walk of Fame-ში.[30]

Nickelback-მა 2008 წელს დაიწყო ახალი ალბომის ჩაწერა და იმავე წელს გააფორმა ხელშეკრულება Live Nation-თან, რომელმაც ორგანიზება გაუწია ჯგუფის 3 ტურნეს.[31] 2008 წლის 4 სექტემბერს Roadrunner Records-მა დააანონსა რომ ალბომის პირველი სიმღერა იქნებოდა "If Today Was Your Last Day", რომელიც მათი განცხადებით 30 სექტემბერს გამოვიდოდა. რაც არ უნდა საკვირველი იყოს Roadrunner Records-სი დანაპირები არ გამართლდა და ეს სიმღერა ჩაანაცვლა ჯგუფის სხვა სიმღერამ — "Gotta Be Somebody".[32] ახალ ალბომს ეწოდა Dark Horse და გამოვიდა 2008 წლის 8 ნოემბერს.[33] ალბომში რიგით მეორე სიმღერა იყო "Something in Your Mouth", რომელიც 15 ნოემბერს გამოვიდა. ალბომში ასევე შედის "I'd Come for You", "Burn It to the Ground","This Afternoon", "Never Gonna Be Alone" და "Shakin' Hands", რომელიც ალბომში მეშვიდე სიმღერაა და გამოვიდა 16 ნოემბერს.[34] გამოსვლიდან სულ მალე, კერძოდ, 3 კვირაში ალბომს RIAA-მ მიანიჭა platinum სერტიფიკატი. 2008 26 ნოემბერს ჯუფმა დააანონსა, რომ ისინი იწყებდნენ მორიგ ტურნეს ალბომის მხარდასაჭერად. ტურნეს პირობისამებრ ორგანიზებას უწევდა Live Nation. ამ ტურნეს ფარგლებში Nickelback ესტუმრა ქალაქ ნეშვილს, სადაც გამართა კონცერტი კიდევ 2 როკ-ჯგუფთან — Seether-თან და Saving Abel-თან ერთად.[35] ნეშვილის შემდეგ ჯგუფი ესტუმრა დიდი ბრიტანეთს, სადაც გამართა მორიგი კონცერტი Black Stone Cherry-თან ერთად.[36] მათი შემდეგი გაჩერების ადგილი არის ჩრდილოეთ ამერიკა, სადაც Nickelback-თან ერთად იმღერა Hinder-მა, Papa Roach-მა და კვლავ Saving Abel-მა.[36] ჯგუფი, ტურნეს მიმდინარეობისას ასევე ესტუმრა ავსტრალიას, ევროპასა და ახალ ზელანდიას. ეს ტურნე ჯგუფისთვის ფინანსურად საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა, მათ სულ 1.6 მილიონი ბილეთი გაყიდეს.[37] ალბომი Billboard 200-ის 20 საუკეთესო ალბომს შორის ადგილს გამოსვლიდან რამდენიმე კვირის მანძილზე ინარჩუნებდა.[38][39] ალბომს მიენიჭა platinum ორჯერ 2009 წლის აპრილში. 2010 აპრილისთვის სულ 3 მილიონი დისკი იქნა გაყიდული აშშ-ში.[39] 2009 წელს ჯგუფმა მოიგო 3 ჯუნო; ჯგუფმა დაჯილდოების ცერემონიაზე შეასრულა "Something In Your Mouth".[40] 2010 წელს ბილბორდმა Dark Horse აღიარა წლის ყველაზე გაყიდვად როკ-მეტალ ალბომად,[41] ხოლო თავად Nickelback აღიარებული იქნა წლის ყველაზე გაყიდვად როკ-ჯგუფად.[42] 2010 წლის 28 თებერვალს ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო ზამთრის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაში, სადაც შეასრულა "Burn It to the Ground". 2010 წლის ოქტომბერში Nickelback-მა დაასრულა Dark Horse ტურნე.[43]

2010 წლის სექტემბერში ჩედ კრიუგერმა Billboard.com-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ისინი იწყებდნენ ახალ ალბომზე მუშაობას.[44] რაიან ედერმა კი განაცხადა, რომ მათ სურდათ ახალი ალბომიც წინას მსგავსი ყოფილიყო, რადგანაც 'All The Right Reasons' რაიან ედერის აზრით უფრო მეტად ორგანული იყო, ვიდრე მათი რომელიმე სხვა ალბომი.[45]

2011 წლის 8 სექტემბერს Nickelback-მა დააანონსა ახალი ალბომის გამოსვლა და ასევე მასში შესული შემდეგი 2 სიმღერა: "Bottoms Up" და "When We Stand Together". კრიუგერმა განაცხადა: ჩვენ ვართ ის ოთხი ადამიანი, რომლებსაც ძალიან უყვართ მუსიკის შექმნა. ჩვენ მთელი წელიწადი ოცნებით შევდიოდით სტუდიაში და ოცნებითვე გამოვდიოდით, ახლა კი, როდესაც ჩვენ დავასრულეთ ალბომზე მუშაობა, რომელიც ნამდვილად ბრწყინვალე გამოვიდა, ერთი სული გვაქვს, თუ როდის წარვუდგენთ მას მსმენელს. ალბომი გამოვიდა 2011 წლის 21 ნოემბერს, ალბომს ასევე ეწოდება "Nickelblack Monday".[46] ალბომის 2 სიმღერა 26 სექტემბერს პირველად გაჟღერდა რადიოს მეშვეობით, ხოლო 27 სექტემბერს მათი მოსმენა უკვე iTune-ზეც გახდა შესაძლებელი.[47]

ალბომმა დაიკავა მე-2 ადგილი ბილბორდ 200-ს მიხედვით ყველაზე გაყიდვად ალბომებს შორის, გამოსვლიდან პირველივე კვირას 226,714 გაყიდული დისკით და ჩამორჩა 419 დისკით მაიკლ ბუბლეის ალბომს — Christmas.[48]

ახალი ალბომის წარმატების ხელშეწყობის მიზნით ჯგუფმა გადაწყვიტა კონცერტები გაემართა დეტროიტში, მადლირების დღისადმი მიძღვნილ ფეხბურთის მატჩზე და მშობლიურ ქალაქ ვანკუვერში 99th Grey Cup-ზე.[49] თუმცაღა ჯგუფის ფანები აღაშფოთა Nickelback-ის გადაწყვეტილებამ; კონცერტი გაემართა აშშ-ში, თანაც მადლიერების დღისადმი მიძღვნილ თამაშზე, ამიტომაც მათ გადაწყვიტეს წინ აღდგომოდნენ ჯგუფის ამ გადა წყვეტილებას და ამ მიზნით დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება, ხელმოწერების რიცხვმა კი 55 ათასი შეადგნა.[50][51] ჯგუფმა ფანების ამ ქმედებას უპასუხა ინტერნეტ-გვერდ Funny or Die-ზე ატვირთული ვედეოთი, რომლის მიხედვითაც მათ ფანების მსგავსი ქმედება უბრალო ხუმრობად ჩათვალეს.[52] პროტესტის მიუხედავად Nickelback მაინც წარდგა აუდიტორიის წინაშე დეტროიტში და შეასრულა სიმღერა "When We Stand Together". 2011 წლის 13 ნოემბერს ჯგუფი წარდგა WWE-ს აუდიტორიის წინაშეც, კონცერტიდან მიღებული გასამრჯელოდან $50,000 მათ გადარიცხეს ვანკუვერში მდებარე ბრიტანეთ-კოლუმბიის ბაშვთა ჰოსპიტალის ანგარიშზე.[53] ალბომის გამოსვლიდან მალევე Nickelback მიიწვიეს ჯიმი კიმელის ტელე-გადაცემაში.[54] 2012 წელს ჯგუფი 4 კატეგორიაში იყო ნომინირებული ჯუნოს დაჯილდოებაზე, ხოლო დაჯილდოების ცერემონიაზე მათ შეასრულეს ერთ-ერთი სიმღერა ახალი ალბომიდან.[55]

2012 წლის 11 იანვარს ჯგუფმა დააანონსა Here and Now ტურნეს დაწყება, რომლის ფარგლებშიც ისინი გამართავდნენ კონცერტებს Seether-თან, Bush-თან და My Darkest Days-თან ერთად.[29] ჯგუფმა ჩაწერა მათი ალბომიდან მესამე სიმღერის — 'Lullaby'-თვის ვიდეო-კლიპი.[56]

ჩედ კრიუგერის ერთ-ერთ ინტერვიუს მიხედვით ჯგუფი გეგმავს ჰიტ ალბომის გაკეთება 2013, ხოლო 2014 წელს ახალი ალბომის ჩაწერას, რომელშიც შევა ჯგუფის ჰიტ-სიმღერები.[57]

Nickelback-ის მუსიკას მიკუთვნებენ შემდეგ ჟანრებს: მძიმე როკს,[58][59][60] გრანჟს,[60][61][62][63][64] ალტერნატიულ როკს,[64][65] ალტერნატიულ მეტალს,[64] მძიმე მეტალს[60][66] და პოპ-როკს.[67] მუსიკა, რომელსაც ჯგუფი ამჟამად ასრულებს გრანჟს მიეკუთვნება.[68]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Nickelback Take On Haters. Billboard. ციტირების თარიღი: December 1, 2011.
  2. Chart Watch Extra: The Top 20 Album Sellers of the 2000s – Chart Watch. New.music.yahoo.com (May 29, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 29, 2012. ციტირების თარიღი: February 14, 2010.
  3. Nickelback & Tapulous Help Players Find Their Inner Rockstar. BusinessWire (June 28, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 1, 2011. ციტირების თარიღი: April 1, 2011.
  4. The Canadian Press. Nickelback named group of the decade by Billboard. Toronto Star. ციტირების თარიღი: March 28, 2012.
  5. 5.0 5.1 Nickelback the hot currency of the moment. CNN (June 21, 2002). ციტირების თარიღი: March 5, 2012.
  6. Nickelback Biography & Lyrics. MusicLyricsNow.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 31, 2013. ციტირების თარიღი: March 5, 2012.
  7. Nickelback. AllMusic (November 13, 2008). ციტირების თარიღი: March 5, 2012.
  8. Nickelback Announces 2012 North American Tour!. Roadrunner Records (February 8, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 29, 2013. ციტირების თარიღი: March 5, 2012.
  9. Nickelback. Musiccanada.wordpress.com (August 24, 2011). ციტირების თარიღი: March 5, 2012.
  10. Nickelback – Biography on Bio. Thebiographychannel.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 13, 2015. ციტირების თარიღი: March 28, 2012.
  11. Nickelback: Biography დაარქივებული 2009-04-19 საიტზე Wayback Machine. Rolling Stone
  12. CANOE – JAM! Music – Artists – Nickelback: First Nickelback CD soars in value. Jam.canoe.ca (October 2, 2001). ციტირების თარიღი: February 14, 2010.
  13. 13.0 13.1 Interview with Ron Burman. HitQuarters (Apr 23, 2002). ციტირების თარიღი: Nov 19, 2010.
  14. Gold & Platinum – February 14, 2010. RIAA. ციტირების თარიღი: February 14, 2010.
  15. Billboard Magazine Nickelback. Billboard Magazine date=. ციტირების თარიღი: November 11, 2011. 
  16. Nickelback Bio. Mattsmusicpage.com (September 11, 2001). ციტირების თარიღი: November 6, 2011.
  17. Internet Archive Wayback Machine. Web.archive.org (August 5, 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 5, 2002. ციტირების თარიღი: March 28, 2012.
  18. Grein, Paul. (Apr 13, 2011) Week Ending April 10, 2011. Albums: Adele Is Everywhere. Chart Watch. Yahoo! Music. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 24, 2011. ციტირების თარიღი: September 22, 2011.
  19. „Billboard 200: Week of October 11, 2003“. Billboard. ციტირების თარიღი: March 9, 2010.
  20. Best of the 2000s: Billboard 200 Albums. Billboard. ციტირების თარიღი: September 22, 2011.
  21. Nickelback. The Canadian Encyclopedia. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 28, 2011. ციტირების თარიღი: May 17, 2011.
  22. Nickelback – Roadrunner Records Australia. Roadrunnerrecords.com.au. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 21, 2012. ციტირების თარიღი: November 6, 2011.
  23. Chart Date: 10/10/2005. Previous Album Sales Chart. hitsdailydouble.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 6, 2012. ციტირების თარიღი: March 3, 2012.
  24. Blu-ray Disc Details: Nickelback: Live from Sturgis | High-Def Digest. Bluray.highdefdigest.com (October 13, 2009). ციტირების თარიღი: March 28, 2012.
  25. Nickelback Bio. Mattsmusicpage.com (September 11, 2001). ციტირების თარიღი: March 28, 2012.
  26. Nickelback To Release 8th Album, "Here And Now," November 21. Roadrunner Records (February 8, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 21, 2014. ციტირების თარიღი: March 5, 2012.
  27. Nickelback Biography – born, house, time, year, Career, Sidelights, Selected discography, Sources – Newsmakers Cumulation. Notablebiographies.com. ციტირების თარიღი: March 28, 2012.
  28. A TON of SoundScan sales charts leaked last week. S15.zetaboards.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 18, 2011. ციტირების თარიღი: May 10, 2011.
  29. 29.0 29.1 Nickelback Announces 2012 North American Tour!. Roadrunner Records (February 8, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 29, 2013. ციტირების თარიღი: March 28, 2012.
  30. Canada’s Walk of Fame celebrating Inductee Nickelback. Canadaswalkoffame.com. ციტირების თარიღი: March 5, 2012.
  31. Sisario, Ben (July 8, 2008). „Nickelback Signs Up With Live Nation“. New York Times. ციტირების თარიღი: July 8, 2008.
  32. Mainstream Top 40 Add Dates დაარქივებული 2012-05-25 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links FMQB.com. Retrieved September 25, 2008.
  33. Nickleback Announce New Album. Komodorock.com (September 4, 2008). ციტირების თარიღი: February 14, 2010.
  34. Radio Industry News, Music Industry Updates, Arbitron Ratings, Music News and more!. FMQB. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 11, 2011. ციტირების თარიღი: February 14, 2010.
  35. Nickelback Announce Tour Dates | – 103.5 KTU – The Beat of New York. Ktu.com (November 26, 2008). ციტირების თარიღი: March 28, 2012.
  36. 36.0 36.1 Search for setlists: artist:(Black Stone Cherry) tour:(Nickelback's Dark Horse Tour). setlist.fm. ციტირების თარიღი: March 28, 2012.
  37. 120 Shows and Nearly 2 Million Tickets Sold and Counting as Nickelback's Global... – LOS ANGELES, July 7 /PRNewswire/. Prnewswire.com. ციტირების თარიღი: March 28, 2012.
  38. Latest Platinum Album Certifications. billboard.com. Accessed on December 15, 2008.
  39. 39.0 39.1 Gold and Platinum Database Search. ციტირების თარიღი: December 15, 2008.
  40. Nickelback dominates the 2009 JUNO Awards. CTV.ca (March 29, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 4, 2009. ციტირების თარიღი: March 3, 2012.
  41. Nickelback's Two-Year-Old 'Dark Horse' Was 2010's Bestselling Hard Rock Album. About.com (December 10, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 3, 2012. ციტირების თარიღი: March 3, 2012.
  42. Nickelback Tops Billboard's Hard Rock Charts For 2010. Roadrunner Records (July 12, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 3, 2012. ციტირების თარიღი: March 3, 2012.
  43. Nickelback Say Last Nights Performance Was Something We Will Never Forget. Roadrunner News. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 28, 2012. ციტირების თარიღი: April 1, 2010.
  44. Nickelback's Chad Kroeger Eyes Spring Start for Next Album. Billboard (September 23, 2010). ციტირების თარიღი: November 7, 2010.
  45. Nickelback: 'I Guess The Bigger You Are, The More Haters you Have'. Ultimate Guitar (January 23, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 29, 2010. ციტირების თარიღი: September 10, 2010.
  46. NICKELBACK – New Album "Here And Now" Coming November 21, 2011: NICKELBLACK MONDAY!. Metal Odyssey.
  47. Nickelback New Album "Here And Now" Coming November 21. Rockstar Weekly Magazine (September 8, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 3, 2011. ციტირების თარიღი: September 8, 2011.
  48. Sisario, Ben (November 30, 2011). „Michael Bublé and Nickelback in Photo Finish Atop the Charts“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 23, 2012. ციტირების თარიღი: January 23, 2012.
  49. Nickelback to perform during Grey Cup Halftime Show. TSN.ca. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 8, 2011. ციტირების თარიღი: November 25, 2011.
  50. Nickelback on Detroit Lion's Field. Rolling Stone Music. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 5, 2011. ციტირების თარიღი: November 6, 2011.
  51. The Detroit Lions: Replace Nickelback as the halftime show for the Thanksgiving game. Change.org. ციტირების თარიღი: November 23, 2011.
  52. Nickelback Responds To NFL Petition. Nickelback (November 22, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 10, 2012. ციტირების თარიღი: March 5, 2012.
  53. Nickelback Performs At WWE Tribute To The Troops. Roadrunner Records (February 8, 2012). ციტირების თარიღი: March 5, 2012.[მკვდარი ბმული]
  54. Jimmy Kimmel Live Performance Videos. Nickelback. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 28, 2011. ციტირების თარიღი: March 5, 2012.
  55. Nominated for 4 JUNO Awards. Nickelback (February 8, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 28, 2012. ციტირების თარიღი: March 5, 2012.
  56. "Lullaby" by Nickelback | Music Video. VH1 (March 22, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 26, 2012. ციტირების თარიღი: March 28, 2012.
  57. https://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=3Ka9ti_uRKc
  58. Tips: Radfest!, Victor Bailey, Nickelback - Entertainment. LancasterOnline.com (2012-07-16). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-26. ციტირების თარიღი: 2013-04-07.
  59. InteREview With Nickelback's Chad Kroeger | Guitar Columns @. Ultimate-guitar.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-27. ციტირების თარიღი: 2013-04-07.
  60. 60.0 60.1 60.2 CANOE - JAM! Music - Artists - Nickelback - Concert Review: MTS Centre, Winnipeg - August 6, 2007. Jam.canoe.ca. ციტირების თარიღი: 2013-05-19.
  61. A pickle beats band Nickelback in Facebook contest. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-08. ციტირების თარიღი: 2013-04-07.
  62. Farrar, Doug. Detroit wants to disinvite Nickelback from its Thanksgiving game - Shutdown Corner - NFL Blog - Yahoo! Sports. Sports.yahoo.com. ციტირების თარიღი: 2013-04-07.
  63. Andrew Leahey. Nickleback. Allmusic. ციტირების თარიღი: October 24, 2011.
  64. 64.0 64.1 64.2 http://nl.newsbank.com/nl-search/we/Archives?p_product=FB&p_theme=fb&p_action=search&p_maxdocs=200&p_topdoc=1&p_text_direct-0=124F7BA807E126A0&p_field_direct-0=document_id&p_perpage=10&p_sort=YMD_date:D&s_trackval=GooglePM
  65. Rock Band: Nickelback ::Nickelback News. antiMusic.com (2010-06-28). ციტირების თარიღი: 2013-05-19.
  66. Nickelback fans get their money's worth - Gusto. The Buffalo News (2010-09-22). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-26. ციტირების თარიღი: 2013-05-19.
  67. Status Quo set to rock. Gulf Daily News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-26. ციტირების თარიღი: 2012-10-6.
  68. B. Scott, Derek (2009). The Ashgate research companion to popular musicology. Ashgate Publishing, გვ. 352. ISBN 978-0-7546-6476-5. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Nickelback&oldid=4659414“-დან