[go: up one dir, main page]
More Web Proxy on the site http://driver.im/შინაარსზე გადასვლა

Fallout

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Fallout სერიის ლოგო
ჟანრები როლური თამაში
(1997-2001)
მოქმედებითი როლური ვიდეო თამაში
(2004-დან მოყოლებული)
დეველოპერ(ებ)ი Interplay Entertainment
Black Isle Studios
Micro Forté Studios
Bethesda Game Studios
Obsidian Entertainment
გამომცემელი Interplay Entertainment
Bethesda Softworks
პლატფორმები DOS
Microsoft Windows
Mac OS
Mac OS X
PlayStation 2
PlayStation 3
PlayStation 4
Xbox
Xbox 360
Xbox One
Cloud (OnLive)
iOS
Android
თავდაპირველი პლატფორმა DOS, Windows, Mac OS
პირველი გამოცემა Fallout
30 სექტემბერი, 1997
ბოლო გამოცემა Fallout 4
10 ნოემბერი, 2015
ოფიციალური საიტი ოფიციალური საიტი

Falloutპოსტაპოკალიფტური როლური ვიდეო თამაშის სერია, გამოშვებული Interplay Entertainment-სა და Bethesda Softworks-ის მიერ. თამაშში მოქმედება ვითარდება შორეულ მომავალში, აშშ-ის ტერიტორიაზე, ატომური აფეთქების შემდეგ, სადაც მსოფლიო გადაქცეულია რადიოაქტიურ უდაბნოდ და სუფევს ანარქია. Fallout-ის სერია განსხვავდება რეტროფუტურისტული ხასითის სტილით, რომელიც შთაგონებულია 1950-იანი წლების მასობრივი კულტურით. თამაშის ძირითადი სერია თავისთავში მოიცავს Action RPG ჟანრს და ღია სამყაროს ელემენტებს, რომლებიც მოთამაშეეს სთავაზობენ სრულიად თავისუფლად გამოიკვლიონ მრავალფეროვანი სამყარო და გადალახონ სხვადასხვა დაბრკოლებები.

პირველი ორი სერია თამაშიდან Fallout და Fallout 2 შექმნილი იქნა Black Isle Studios მიერ. 2004 წელს Interplay Entertainment-მა დახურა Black Isle Studios[1] და გააგრძელა მოქმედებითი თამაშების წარმოება RPG-ის ელემენტებით PlayStation 2-სა და Xbox-თვის. 2008 წელს, Bethesda Softworks-მა გამოსცა რიგით მესამე ნაწილი სერიიდან Fallout 3. რასაც მოჰყვა Obsidian Entertainment-ისმიერ მომდევნო ნაწილის Fallout: New Vegas-ის გამოცემა 2010 წელს. 2015 წლის 3 ივნისს დაანონსდა მომდევნო ნაწილი Fallout 4, რომელიც 2015 წლის 10 ნოემბერს ვამოვიდა.

დღესდღეობით, Bethesda Softworks ფლობს თამაშის წარმოების ყველა უფლებას [2]. მას შემდეგმ რაც Bethesda შეიძენს ინტელექტუალურ საკუთრების უფლებას, იგი მიიღებს ლიცენზიას შექმნას მასიური მრავალმოთამაშიანი ონლაინ როლური თამაშის (ინგლ. (MMORPG) Fallout-ის სერიიდან. ამ თემასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა დავა Bethesda Softworks-სა და Interplay Entertainment შორის. თუმცა აღნიშნული საქმე გადაწყდა Bethesda სასარგებლოდ.[3][4]

გამოშვების ქრონოლოგია

1997 —
Fallout

1998 —
Fallout 2

1999 —

2000 —

2001 —
Fallout Tactics: Brotherhood of Steel

2002 —

2003 —

2004 —
Fallout: Brotherhood of Steel

2005 —

2006 —

2007 —

2008 —
Fallout 3

2009 —

2010 —
Fallout: New Vegas

2011 —

2012 —

2013 —

2014 —

2015 —
Fallout Shelter

Fallout 4

„Fallout“ გამოვიდა 1997 წელს. სიუჟეტი ვითარდება 2161 წელს, პოსტაპოკალიპტურ სამხრეთ კალიფორნიაში. მთავარი გმირი არის თავშესაფარ 13-ის მკვიდრი. მას დავალებული აქვს მოძებნოს წყლის ჩიპი, რათა გადაარჩინოს სხვა მიწისქვეშა თავშესაფრები. შემდეგში თავშესაფრის მკვიდრმა უნდა ჩაშალოს მუტანტების ბანდის გეგმები, რომელსაც მეთაურობს მუტანტი სახელად Master. თამაშის გამოსვლა თავდაპირველად დაგეგმილი იყო GURPS-ზე, (როლური თამაშების უნივერსალური სისტემა). თუმცა GURPS-ის შემქმნელ სტივენ ჯექსონთან უთანხმოების გამო ვერ მოხერხდა მასზე გამოშვება[5]. „Fallout“-ის ატმოსფერო და მხატვრული შემოქმედებითი მხარე გვახსენებს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამერიკას და ბირთვული ომის პარანოიას, რომელიც სუფევდა იმ დროში.

„Fallout 2“ გამოვიდა 1998 წელს, რომელიც წინა სერიასთან შედარებით რიგი გაუმჯობესებით გამოირჩეოდა, თამაშის ძრავის ჩათვლით. სიუჟეტი მიმდინარეობს 2241 წელს, პირველი ნაწილის მოვლენებიდან 80 წლის, ხოლო ომის დამთავრებიდან 164 წლის შემდეგ. აქაც, პირველი ნაწილის მსგავსად, მთავარი გმირი არის თავშესაფრის მკვიდრი. მოთამაშე საკუთარ თავზე ირგებს რჩეულის როლს და ცდილობს გადაარჩინოს საკუთარი სოფელი გვალვისა და შიმშილისგან. მაშ შემდეგ რაც იგი გადაარჩენს სოფელს, მას კვალავ მოუწევს მისი ხელმეორედ გადარჩენა, ამჯერად — ანკლავისგან, რომელიც წარმოადგენს ომამდელი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ნარჩენს.

Fallout 3-ის შექმნა Bethesda Game Studios დაგამოსცა Bethesda Softworks-მა 2008 წელს. სიუჟეტი მიმდინარეობს 2277 წელს, ომის დამთავრებიდან 200 წლის შემდეგ. ბირთვული ომის შედეგად მთელი მსოფლიო განადგურდა[6]. ამ კატასტროფის მიზეზი გახდა 2077 წელს, აშშ-სა და ჩინეთს შორის ნავთობის დეფიციტის გამო მომხდარი საერთაშორისო კონფლიქტი. თამაშის მთავარი პერსონაჟი არის თავშესაფარ 101-ის მკვიდრი. თავშესაფარი შექმნილი იქნა ბირთვული ომისგან თავდასაცავად და 1000 ადამიანზე იყო გაანგარიშებული. ერთ დღესაც, პერსონაჟის მამა თავშესაფრიდან გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. თამაშის მთავარი გმირი კი მიემგზავრება მამის მოსაძებნად. მოქმედება ვითარდება ქალაქ ვაშინგტონის ნანგრევებში. მოგზაურობისას პერსონაჟს ეხმარებიან გადარჩენილი ადამიანები. მოთამაშეს უწევს ამ ტერიტორიაზე მობინადრე უამრავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლა.

სერიების გულშემატკივარი NCR-ის ფორმაში.

„Fallout: New Vegas“ შექმნა კომპანია Obsidian Entertainment-მა და გამოსცა Bethesda Softworks-მა 2010 წლის 19 ნოემბერს.[7][8][9] თამაშის შემუშავებაში აგრეთვე მონაწილეობას იღებდნენ სერიის „პირველი და მეორე ნაწილის შემქმნელებიც. „New Vegas“ არის სერიის სპინოფი და არ წარმოადგენს „Fallout 3“ პირდაპირ გაგრძელებას.[10][11] თამაშში მოქმედება ვითარდება „Fallout 3“-ში მომხდარი მოვლენებიდან 4 წლის შემდეგ. მთავარი პერსონაჟი არის კურიერი, რომელიც მოგზაურობს პოსტაპოკალიფტურ მოხავეს უდაბნოში. თამაშის დაწყებისთანავე მოვლენები ვითარდება შემდეგნაირად: კურირერი დაიჭრება მაფიის ბანდის მიერ. მომაკვდავ კურიერს პოულობს ქალაქ გუდსპრინგსის მცველი რობოტი ვიქტორი. ვიქტორს კურიერი მიჰყავს ექიმ მითჩელთან, რომელიც გადაარჩენს მას. შემდეგ იწყება კურიერის თავგადასავალი. იგი იწყებს მაფიის ბანდის წევრების წებნას. ქალაქი ნიუ-ვეგასი არის ლას-ვეგასი პოსტპოკალიპტური ინტერპრეტაცია, სადაც განთავსებულია მხოლოდ და მხოლოდ ოთხი კაზინო: „Gomorrah“, „The Atomic Wrangler“, „The Tops“, და „Ultra-Luxe“.

Fallout 4 შექმნილია Bethesda Game Studios-ის და გამოქვეყნებულია Bethesda Softworks-ის მიერ.გამოვიდა 2015 წლის 10 ნოემბერს Windows, PlayStation 4-სა და Xbox One-ზე. Fallout 4-ში მოქმედება მიმდინარეობს ბირთვული ომიდან 200 წლის შემდეგ, პოსტაპოკალიფტურ ბოსტონში[12][13][14][15]. მოთამაშე ამოდის მიწისქვეშა ბუნკერიდან. მოთამაშეს შესაძლებლობა აქვს გამოიკვლიოს ღია სამყარო. ასევე მოთამაშეებს შეუძლიათ ააშენონ და დაანგრიონ შენობები. შესაძლებელია დასახლებების აშენება. თამაშის პროცესი ჰგავს Fallout 3. ამოცანების შესრულება და გამოცდილების დაგროვება მოთამაშეს საშუალებას აძლევს, აიმაღლონ დონეები (ინგლ. Levels), რის შედეგადაც ხდება ახალი უნარ-ჩვევების შეძენა.

Fallout Tactics გამოვიდა 2001 წელს. ის არის პირველი თამაში Fallout-ის სერიებიდან, რომელიც წარმოადგენს არახაზოვანი თამაშის სტილს. ასევე თამაში, მოთამაშეებს აძლევს უნარ-ჩვევების და პრივილეგიების კონფიგურაციის საშუალებას. Fallout Tactics ფოკუსირებულია ტაქტიკურ ბრძოლაზე. ახალი, სხვადასხვა საბრძოლო სისტემა მოიცავს სხვადასხვა რეჟიმებს, პოზიციებს, მოდიფიკაციებს. მაგრამ მოთამშეს არ გააჩნია დიალოგების პარამეტრები. ყველაზე მეტი კრიტიკა თამაშმა დაიმსახურა არა გეიმფლეის გამო, არამედ წინა სერიებთან შეუთავსებლობის გამო. ის, ასევე მოიცავს მულტიპლეიერის რეჟიმს. წინა ორი სერიისგან განსხვავებით, Fallout Tactics-ის მიმდინარეობა კალიფორნიის ნაცვლად ხდება შუადასავლეთ ამერიკაში.

Fallout: Brotherhood of Steel გახდა პირველი Falout თამაში, რომელიც გამოვიდა სათამაშო კონსოლზე 2004 წელს. თამაშში მთავარ მიზანს წამოადგნეს ორგანიზაცია ფოლადის საძმოს დაკარგული წევრების მოძებვნა. Brotherhood of Steel არის მოქმედებითი როლური ვიდეო თამაშის ჟანრის თამაში. მასში არ არის NPC პერსონაჟების მხარდაჭერა, რომლებიც მხარში უდგანან მოთამაშეებს ბრძოლის დროს. თამაშში გამოყნებულია Slipknot-ის, დევინ თაუნსენდისა და ლუი არმსტრონგის კომპოზიციები. ეს იყო უკანასკნელი სერია, რომელიც გამოუშვა Interplay Entertainment-მა.

Fallout Shelter არის სიმულატორის ჟანრის ვიდეო თამაში iOS-სა და Android ოპერაციული სისტემებისათვის. მოთამაშე მოქმედებს, როგორც ზედამხედველი და უნდა ააშენეოს და მართოს თავშესაფარი და მისი მკვიდრნი. ასევე მის მოვალეობაში შედის გაგზავნოს ხალხი უდაბნოში დასაზვერად, დავალებეების შესასრულებლად და თავშესაფრის დასაცავად, სხვადასხვა თავდასხმების შესაჩერებლად. Fallout Shelter გამოვიდა 2015 წელს.

გაუქმებული თამაშები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Fallout Extreme უნდა ყოფილიყო თამაშის გაგრძელება, რომლის შემუშავება მიმდინარეობდა 2000 წელს, თუმცა აღნიშნულ პრეოქტზე მუშაობა გაუქმებული იქნა [16].

Van Buren უნდა ყოფილიყო რიგით მესამე ნაწილის კოდური სახელწოდება, რომელსაც ქმნიდა Black Isle Studios და უშვებდა Interplay Entertainment. მისი მთავარი მახასიათებლები იყო გაუმჯობესებული ძრავა 3D გრაფიკა, ახალი ლოკაციები, მანქანები და მოდიფიცირებული ვერსია SPECIAL სისტემისა. მისი შექმნა ფინანსების არარსებობის გამო შეჩერდა. Interplay-მა თამაშის საავტორო უფლებელი მიყიდა Bethesda Softworks, რომელმაც დაიწყო მუშაობა საკუთარ Fallout 3-ის ვერსიაზე.

Fallout: Brotherhood of Steel 2 იყო Brotherhood of Steel-ის პირდაპირი გაგრძელება, თუმცა აღნიშნულ თამაშზე მუშაობა შეწყდა. იგი დაგეგმილი იყო 2004 წლის შობისთვის[17]. Fallout თამაშების მსგავსად, მასში უნდა ყოფილიყო თამაშის რეპუტაციის მარტივი სისტემა. თამაში ემატებოდა 40 ახალი იარაღი და ათი ახალი სახის მტერი. მოთამაშეზე იქნებოდა დამოკიდებული, პერსონაჟი კეთილი იქნებოდა თუ ბოროტი; ოთხი პერსონაჟი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა თამაში, ექნებოდათ მათთვის დამახასიათებელი ბრძოლის სტილი და ერთმანეთისგან განსხვავებული შესაძლებლობები. ასევე, მოთამაშეებს შესაძლებლობა იქნებოდათ კოოპერატივში თამაში. The Dark Alliance Engine იძლეოდა უმრავ შესაძლებლობებს.

Fallout Online (თავდაპირველად ცნობილი როგორც Project V13) გაუქმებული პროექტი, რომელსაც ქმნიდა Interplay და Masthead Studios[18][19]. თამაშის შექმნა დაიწყო 2008 წელს. 2009 წელს Bethesda Softworks-მა სარჩელი შეიტანა Interplays წინააღმდეგ, იმის გამო, რომ Interplay არღვევდა ყველანაირ შეთანხმებას Fallout-ის საავტორო უფლებებთან დაკავშირებით[20]. 2012 წლის 2 იანვარს მათ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც Fallout Online გაუქმდებოდა და ყველა უფლება Falout-ის შექმნაზე გადადიოდა Bethesda საკუთრებაში[21]. მას შემდეგ Project V13 აღდგა, მაგრამ სულ სხვა სახელწოდებით - Mayan Apocalypse.

სერიების მიმოხილვა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აშშ-ის დროშა „Fallout“-ის სერიაში
ჩინეთის დროშა „Fallout“- დან

სერიების მიმდინარეობა ხდება გამოგონილ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მოქმედება ვითარდება ალტერნატიული ისტორითა და რეალობით, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მოყოლებული. ამ დროში ჩამოყალიბდა უცნაური სოციალ-ტექნოლოგიური სტატუს-კვო.ამ პერიოდში დომინირებდნენ მოწინავე რობოტები, ატომური მანქანები, სხვადასხვა ენერგეტიკული იარაღები და სხვა ფუტურისტული ტექნოლოგიები.აქ სუფევდა ცივი ომის პარანოია - გავლებული პარალელი 1950-იან წლებთან. ამგვარი ატმოსფერო იყო შექმნილი ამერიკის ცხოვრების სტილში 21 საუკუნემდე.

თამაშის სიუჟეტის დაწყებამდე ასი წლით ადრე, ენერგეტიკულმა კრიზისმა გამოიწვია ნავთობის მარაგის გამოფიტვა, რამაც მაშინდელი მსოფლიო მიიყვანა "რესურსების ომამდე". ბრძოლა მიმდინარეობდა ევროპის თნამეგობრობრობასა და ახლოაღმოსავლეთის ქვეყნებს შორის. ამან გამოიწვია მთელი რიგი ღონისძიებები:გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაშლა და კანადის ანექსია აშშ-ის მიერ, ჩინეთის შეჭრა ალასკშის და მისი სამხედრო ოკუპაცია. საბოლოოდ, 2077 წელს, ეს ყველაფერი დაგვირგვინდა "დიდი ომით". ბირთვული ომი მიმდინარეობდა ორი საათის განმავლობაში, რომელმაც შექმნა პოსტაპოკალიფტური გარემო ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ვითარდება Fallout-ის სამყარო.

Vault-Tec-ის ლოგო

მოვლენების ამგვარი განვითარების შედეგად 2054 წელს, აშშ-ის ხელისუფლება შეუდგა საერთო ნაციონალური პროექტის განხორციელებას; აეშენებინა მიწისქვეშა ბუნკერები. თავშესაფრები აგებული იქნა სახელმწიფო კომპანია Vault-Tec-ის მიერ. პროქტი ცნობილია, როგორც საზოგადოებრივი თავშესაფრები. თითოეული სარდაფი გაანგარიშებული იყო 1000 კაცზე. თავდაპირველეად გათვლილი იყო 400 000 ასეთი სარდაფის აგება, მაგრამ მხოლოდ 120 შექმნა. თუმცა სინამდვილეში, პროექტი არ ყოფილა გათვლილი მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის , ის იყო ნაწილი სოციალური ექპერიმენტებისა და აგებული იქნა, იმისთვის რომ განესაზღვრათ, თუ როგორ იმოქმედებდა სხვადასხვა ეკოლოგიური გარემო პირობები ადამიანის პსიქოლოგიაზე. ექსპერიმენტი მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა შემდეგს: თავშესაფრებში უნდა შეექმნათ თითიოეული მაცხოვრებლის კლონი და დაესახლებინათ სარდაფში. სარდაფში არ იქნებოდა არცერთი სახის გასართობი საშუალება. თავშესაფარს ეყოლებოდა ზედამხედველი, რომელიც ყველა წელიწადს მსხვრეპლად შესწირვდა ფიზიკურად არაპროპორციული შეფარდების მამაკაცებსა და ქალებს, სარდაფში გაშვებული იქნებოდა მუტაგენური ევოლუციური ვირუსი, კარი იქნებოდა ღია, სადაც მაცხოვრებლები იქნებოდნენ მომაკვინებელი რადიციით დასხივებულები. თუმცა ფინანსების სიმცირისა და სისტემის უხარისხობის გამო, მსაგავსი ექპერიმენტი უმეტეს თავშესაფარში ჩაიშალა. უმეტესი ამ სარდაფებიდან თვითგანადგურებამდე მივიდა და რამდენიმე ხნსის შემდეგ, როდესაც გადარჩენილებმა გახსნეს სარდაფები, ისინი უბრალო სამარხებად იყვნენ ქცეულნი.

ომის შემდგომი პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„დიდი ომის“ შემდგომ ამერიკის შეერთებული შტატები გაეხვია პოსტაპოკალიპტურ გარემოში, ცნობილი როგორც „გაუკაცრიელებული უდაბნო“. (ინგლ."the Wasteland"). ომმა და ბირთვულმა არმაგედონმა მთლიანად გააუკაცრიელა ქვეყანა ადამიანებისგან. ქვეყნის მთლიანი ქონება უყურადღბოდ იქნა დატოვებული. ატმოსფეროში, შემთხვთხვევით გაშვებული ბიოლოგიური ნივთიერების გამო საკვები და წყალი დასხივდა რადიაციის შედეგად. თითქმის სიცოხცლის ყველა ფორმამ მუტაცია განიცადა. ქვეყნის თითქმის მთლიანი ინფრასტრუქტურა განადგურებული იქნა და პირველადი მოხმარების საგნების დეფიციტი შეიქმნა. საქონლის გაცვლა გამოცვლა ძირითად საარსებო წყაროს წარმოადგენა ქვეყნისთვის, სადაც ქაღალდის კუპიურების მაგივრად გამოიყენებოდა შუშის ბოთლების თავსახურები. თითქმის ყველა ქალაქი დაცარიელდა და გაიძარცვა მარადიორების მიერ. მთლიანი უდაბნო დასახლებული იყო მიმოფანტული მცირე თემებით.

ადამიანების უმეტსმა ნაწილმა, რომლებმაც ვერ მოახერხეს თავშესაფრებში გამაგრება გადაურჩნენ ატომურ ომს, თუმცა მათი უმეტესობა დასხივებული იქნა რადიაციის და გადაქცეული იქნა საშინელ არსებებად, ეგრეთ წოდებულ გულებად (ინგლ:ghouls),მიუხედავად იმისა, რომ მათ მიეცათ არსებობის განუსაზღვრელი დრო, ისინი დაემსგავსნენ ზომბის მაგვარ არსებებებს; დაკარგეს თმები, მათი სხეული გაიხრწნა და გაუხდათ ხრიალა ხმა. თუმცა, თითქმის ყველა გული ღიზიანდება მათი ზომბთან შედარებისას, ამგვარი შედარება ყველაზე დიდ შეურაცხყოფას წარმოადგენს მათთვის. დიდი რაოდენობით რადიაციის მიღების შემდეგ, გულების უმეტესი ნაწილი ჭკუიდან შეიშალა; იქცნენ უგუნურ, აგრესიულ და ინსტინქტებით მოქმედ არსებებად.

მიუხედავად იმისა, რომ Fallout სამყარო არის სამყოფელი უამრავი დამოუკიდებელად მოქმედი დაჯგუფებისა, ასევე აქ არის ფრაქციების რაოდენობა, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ომის შემდგომი ამერიკის ჩამოყალიბებაში. ეს ფრაქციები ხშირად, გვევლინებიან მთავარ მოქმედ პირებად Fallout-ის სიუჟეტური ხაზის მიმდინარეობისას.

  • ფოლადის საძმო (ინგლ.Brotherhood of Steel) არის დაჯგუფება, რომელიც იღწვის ომამდელი ცოდნის, ღირებულებებისა და ტექნოლოგიების შეგროვება-შენარჩუნებისთვის. ისინი მიჰყვებიან ამ მიზანს რელიგიური ფანატიზმის გავლენით. მათი წევრების უმეტესი ნაწილი არის გადარჩენილი ამერიკელი სამხედროების შთამომავალი. ქსენოფობიური შეხედულებების შედეგად, საძმოს წევრები თვლიან , რომ მხოლოდ ისინი არიან ერთადერთი მემკვიდრეები ომამდელი ტექნოლოგიებისა, რამაც განაპირობა სხვა ფრაქციებთან ომის დაწყება. ვაშინგტონის აღმოსავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე (ცნობილი, როგორც დედაქალაქის უდაბნო (ინგლ. Capital Wasteland) საძმო თავისთავზე იღებს ამ ტერიტორის დაცვას და ანადგურებს აქ მობინადრე სუპერმუტანტებს. ასევე ეწინააღმდეგებიან ადგილობრივ ანკლავის ძალებს და Fallout 3-ის ბოლოს ამ რეგიონში ეხმარება ხალხს უფასოდ მიიღონ სუფთა წყალი.[22]
ანლკავის ლოგო. ორგანიზაცია, რომელიც ომამდელი აშშ-ის მთავრობის წარმონაქმნებისგან შედგება.
  • ანკლავი (ინგლ.Enclave) შედგება ომამდელი აშშ-ის ფედერალური მთავრობის ნარჩენებისგან. იგი Falout 2-სა და Fallout 3-ში მოქმედებს, როგორც მთავარი ანტაგონისიტი (მოწინააღმდეგე). მათ აქვთ წვდომა ომამდელ მაღალ თეექნოლოგიებთან, როგორებიც არის მოწინავე სიმძლავრის ჯავშანი და პლაზმური შეიარაღება. მათ მთავარ მიზანს წარმოადგენს მუტაციის სრული ამოძირკვა უდაბნოდან, რის შედეგადაც ისინი ფიქრობენ, რომ შეძლებენ ომამდელი აშშ-ის აღდგენას. რადიაცია არის მიზეზი FEV ვირუსის გავრცელების, რომლითაც დაავადებულია თითქმის ყველა ცოცხალი არსება უდაბნოში. Fallout: New Vegas-ში გვხვდება ანკლავის ყოფილი წევრები, რომლებმაც ფრაქცია მიატოვეს მას შემდეგ, რაც ახალი კალიფორნიის რესპუბლიკამ იერიში მიიტანა ნავაროს ბაზაზე და მოასპო არსებული ანკლავის ძალები რეგიონში.
  • ახალი კალიფორნიის რესპუბლიკა (ინგლ. (NCR) New California Republic) წარმოადგენს კონსტიტუციურ რესპუბლიკას. ის არის ყველაზე დიდი ფრაქცია დასახლებითა და ტერიტორიით მთელ პოსტაპოკალიფტურ ამერიკაში. NCR არის ომამდელი ამერიკის ღირებულებების მატარებელი, რომლის ლოზუნგია "ძველი მსოფლიოს ღირებულებები." დაფუძნდა კალიფორნიაში. იგი ფლობს ჰოლდინგებსა და ინვენტარს ნევადაში, ორეგონში და არიზონაში, მდინარე კოლორადოსთან ახლოს. NCR აგრეთვე ფლობს ჰუვერის კაშხალს Fallout: New Vegas-ის დაწყებიდან.
  • კეისარის ლეგიონი (ინგლ. Caesar's Legion) არის ავტოკრატიული, ტოტალიტარული ერთგვაროვანი დიქტატურა, რომელიც ფლობს 87 დაპყრობილ ტომს. იგი უარს ამბობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე და ემხრობა მონათმფლობელობას. მათი შეხედულებები და იდეალები დაფუძნებულია რომის იმპერიაზე. ლეგიონი აფართოებს საკუთარ ტერიტორიებს ძალადობრივი გზით, განადგურებისა და დამონების გზით, ცდილობს დაპყრობილ ხალხს უარი ათქმევინოს მის ორიგინალურ კულტურასა და შეგნებაზე. ისინი იდეოლოგიურად დაპირისპირებული არიან ახალი კალიფორნიის რესპუბლიკასთან, და Fallout: New Vegas-ის დასაწყისში მათთან აწარმოებენ კონფლიქტს ჰუვერის კაშხალის, ახალი-ვეგასის და მოხავეს უდაბნოზე კონტროლისთვის.
  • აპოკალიფსის მიმდევრები (ინგლ. Followers of the Apocalypse) არის ცუდად ორგანიზებული კოლექტივი, რომლის მთავარი მიზანია ჰუმანიტარული საქმიანობისა და ცოდნის აღდგენა, გავრცელება და შენარჩუნება. ჩამოყალიბდა ახალი კალიფორნიის რესპუბლიკაში. ისინი ასევე შეინიშნებიან მთელ დასავლეთ რეგიონებში. ძირითადად მოღვაწეობენ სამედიცინო ცენტრებში.
  • მისტერ ჰაუსი (ინგლ.Mr. House) ის არის ახალი ვეგასის (ინგლ.New Vegas) მესაკუთრე. (ომის შემდგომი ლას ვეგასის პროტოტიპი.) გავლენიანი ბიზნესმენი, მეცნიერი და მეწარმე. მან იწინასწარმეტყველა "დიდი ომი" და თორმეტი წელი მუშაობდა ქალაქის გადარჩენის გეგმაზე. მიუხედავად იმისა, რომ მან შეძლო ქალაქის ნაწილის გადარჩენა, რადიაციამ გაანადგურა მისი მიმდებარე ტერიტორიები. იმედოვნებდა, რომ უხელმძღვანელებდა ადამიანების პროგრეესს აპოკალიფსის შემდეგ. ჰაუსმა, ექსპერიმენტების შედეგად შეძლო მიეღწია უკვდავებას, იმის გამო რომ შეექმნა გრძელვადიანი გამძლე გეგმა ცივილიზაციის აღსადგენად, განევითარებინა მეცნერება, და მოეხდინა სამრეწველო ზრდა და მოეტანა მოგება New Vegas-ისთვის.
  • სუპერმუტანტები (ინგლ.Super Mutants) არის შედეგი ომისდრიონდელი და ომის შემდეგ ჩატარებული ექსპერიმენტებისა, რამაც ხალხი აქცია დიდი ზომის ბილოლოგიურად უკვდავ მუტანტებად, იძულებითი ევოლუციური ვირუსის (ინგლ. Forced Evolutionary Virus) დახმარებით. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესი ნაწილი სუპერმუტანტებისა მტრობენ ადამიანებს, არსებობს მცირე ჯგუფები, რომლებიც მშვიდობიანად არიან განწყობლინი ადამიანების მიმართ.

Fallout-ის ისტორიის შექმნა შთაგონებული იქნა 1950-იანი წლების სამეცნიერო ფანტასტიკის Pulp-ჟურნალებითა და კომიქსებით. სადაც ძირითად თემას წარმოადგენს ატომის ეპოქის ოპტიმიზმი. თამაშის გარემო რეტროფუტურისტულია, სადაც ფიგურირებს ლაზერული იარაღები და ფილმ Forbidden Planet-ის მსგავსი რობოტები. კომპიუტერები იყენებენ ვაკუუმის მილებს ტრანზისტორების ნაცვლად. დანგრეული შენობების არქიტექტურა აგებულია არტ-დეკო-სა და გუგის სტილში. ენერგეტიკული იარაღები ჰგავს ისეთ იარაღებს, როემლებსაც გამოიყენებდა კომიქსების გმირი ფლეშ გორდონი. ხოლო რაც შეეხება თამაშში არსებულ მანქანებს, შექმნლილია 1950-იანი წელების სტილში. თამაშში გამოყენებული ბილბორდები და ბროშურები 1950-იანები წლების მოტივებზე არის აგებული.

თამაშშზე ძირითადი გავლენა მოახდინა ჰარლან ელისონის მოთხრობამ ბიჭი და ძაღლი. სადაც მთავარი გმირი ვიკი და მისი ძაღლი ბლადი მოგზაურობენ აშშ-ის უდაბნოში, სამხრეთ დასავლეთ ტერიტორიაზე, სადაც დათარეშობენ მარადიორების ბანდები, ჭკუიდან შეშლილი რობოტები და მუტანტები.[23] ასევე თამაში შთაგონებული იქნა შეშლილი მაქსის სერიებით, პოსტაპოკალიფტური უდაბნოს ატმოსფეროთი.

SPECIAL არის პერსონაჟის უნარ-ჩვევების სტატისტიკური სისტემა, რომელიც შეიქმნა პირადად Fallout სერიებისთვის. სიტყვა SPECIAL არის აკრონიმი, იგივე აბრევიატურა, რომელიც შედგება შვიდი ატრიბუტისგან: ძალა. (ინგლ.Strength), აღქმა (ინგლPerception), გამძლეობა (ინგლ.Endurance), ქარიზმა (ინგლ.Charisma), ინტელექტი (ინგლ.Intelligence), სიმარჯვე (ინგლ.Agility), იღბალი (ინგლ.Luck). SPECIAL სისტემა პირველად გამოყენებული იქნა GURPS-ზე.

SPECIAL მოიცავს შემდეგ ძირითად კომპლექტურ მახასიათებლებს:

  • ატრიბუტები (ზემოთ ჩამოთვლილი) წარმოადგენენ პერსონაჟის მთავარ ბირთვს, თანადაყოლილ შესაძლებლობებს. ატრიბუტები რჩება მთელი თამაშის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, იგი ცვალებადია და მასზე შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვადასხვა გარემო პირობებმა, მაგალითად ნარკოტიკებზე დამოკიდებულებამ, ფიზიკურმა დაზიანებამ.მაგალითისთვის, როდესაც პერსონაჟი ატარებს სხვადასხვა მძიმე ჯავშანს, ტარების განმავლობაში, მას დააკლდება სიმარჯვის მაჩვენებელი.
  • უნარ-ჩვევები (ინგლ.Skills) წარმოადგენს პერსონაჟის უნარიანობას სხვადასხვა დავალების შესრულებისას - ნაჩვენებია პროცენტებში. უნარჩვევების მაქსიმუმი არის 100 პროცენტი. SPECIAL სტატისტიკაში, კვალიფიკაციის ამაღლება ხდება პერიოდოულად, გარკვეული ნიშნულის მიღწევის შემდეგ.

SPECIAL სისტემა პირველად გამოიყენეს Fallout-ში, Fallout 2-სა და Fallout Tactics: Brotherhood of Steel-ში. სრულიად მოდიფიცირებული ვერსია გამოყენებული იქნა Fallout 3-ში Fallout: New Vegas-ში, Fallout: Warfare-სა და Fallout 4-ში. აგრეთვე SPECIAL გამოიყენეს Fallout Shelter-ში რომელიც მობილურ პლათფორმაზე გამოვიდა.

Fallout სერიების გარდა, სისტემა გამოიყენეს როლური ვიდეო თამაშის ჟანრის თამაშ Lionheart: Legacy of the Crusader-შიც.

Pip-Boy (პერსონალური ინფორმაცის პროცესორი-ბიჭუნა) არის მაჯის კომპიუტერი, რომელიც გამოყენებულია Fallout, Fallout 2-ში, Fallout 3-ში, Fallout: New Vegas-სა და Fallout 4-ში. მასში ინახება ინფორმაცია დავალებების, ინვენტარის, ბრძოლის მართვის, მოთამაშის სტატისტიკისა და უნარჩვევების სტატისტიკის შესახებ. Fallout-სა და Fallout 2-ში გამოიყენება Pip-Boy 2000. Fallout Tactics-ში არის მოდიფიცირებული ვერსია Pip-Boy 2000BE. Fallout 3-სა და Fallout: New Vegas-ში გაოიყენეს Pip-Boy 3000. ხოლო რაც შეეხება Fallout 4, მასში გამოიყენება გაუმჯობესებული ვერსია Pip-Boy 300 Mark IV.

სამაგიდო თამაში. დაფუძნებულია Fallout Tactics-ის სიუჟეტზე, რომელიც იყენებს SPECIAL-ის მარტივ სისტემას. თამაშის წესი დაიწერა კრისტოფერ ტეილორის მიერ. Fallout: Warfare გააჩნია ხუთი განსხვავაებული ფრაქცია, მანქანები და თამაშის ოთხი ტიპი. Fallout: Warfare მიიღო უამრავი ჯილდო, მათ შორის წლის თამაშის ჯილდო.

მას შემდეგ, რაც Interplay აღმოჩნდა გაკოტრებიბის წინაშე, მან Falout-ის მთლიანი ფრენჩეიზი მიყიდა Bethesda, თუმცა შეინარჩუნა უფლებები Fallout Online-ის შექმნაზე. 2008 წლის 8 სექტემბერს Bethesda Softworks-მა უჩივლა Interplay-ის საავტორო უფლებების დარღვევის გამო და მოითხოვდა სასამართლოში თამაშის შექმნის გაუქმებას და Interplay-ისთვის Fallout ტრილოგიის გაყიდვებიდან წილის ჩამორთმევას. Bethesda ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ Interplay-ის არ ჰქონდა უფლება Fallout ტრილოგიის გაყიდვა ინტერნეტ მაღაზიების საშუალებით, როგორიც არის მაგალითად Steam.Bethesda ასევე აპროტესტებდა იმას, რომ Fallout Online-ის სრულმასშტაბიანი შექმნა არ განხორციელდა და მინიმალური დანახარჯი, რომელიც 30 მილიონს შეადგენდა არ იქნა გამოყენებული. Interplay შეიტანა კონტრ სარჩელი და აცხადებდა, რომ მას კონტრაქტით გაჩნდა ყველა უფლება, ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით გაეყიდა Fallout ტრილოგია, ხოლო რაც შეეხება თამაშის შექმნას, თამაში იმყოფებოდა სრულმასშტაბიანი შექმნის პროცესში, მაგრამ გამოსვლის თარიღი დაუდგენელი იყო.[24]

საბოლოოდ, 2012 წლის 12 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე გადაწყდა, რომ Bethesda მზად იყო გადაეხადა Interplay-სთვის 2 მილიონი აშშ დოლარი Fallout online-ის საავტორო უფლებების შეძენის სანაცვლოდ. ხოლო რაც შეეხებაა Interplay-ის, მას უფლება მიეცა Fallout, Fallout 2 და Fallout Tactics: Brotherhood-ის გაყიდვა ეწარმოებინა 2013 წლის 31 დეკემბრამდე.

კრიტიკოსების შეფასება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაშის ხუთმა სერიამ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და მაღალი შეფასებები მიიღო კრიტიკოსებისგან. ყველაზე რეიტინგული სერიებიდან აღმოჩნდა Fallout 3, რომელიც ფლობს 92.85 % და 93 % GameRankings-სა და Metacritic-ის საიტებზე

თამაში GameRankings Metacritic
„Fallout“ (PC) 89.69[25] (PC) 89[26]
„Fallout 2“ (PC) 87.13%[27] (PC) 86[28]
„Fallout Tactics: Brotherhood of Steel“ (PC) 80.91%[29] (PC) 82[30]
„Fallout: Brotherhood of Steel“ (Xbox) 65.58%[31]
(PS2) 65.49%[32]
(Xbox) 66[33]
(PS2) 64[34]
„Fallout 3“ (X360) 92.85%[35]
(PC) 90.85%[36]
(PS3) 90.52[37]
(X360) 93[38]
(PC) 91[39]
(PS3) 90[40]
„Fallout: New Vegas“ (X360) 83.84%[41]
(PC) 83.65%[42]
(PS3) 83.11%[43]
(X360) 84[44]
(PC) 84[45]
(PS3) 82[46]
„Fallout 4“ (XONE) 89.65%[47]
(PC) 86.15%[48]
(PS4) 88.64%[49]
(XONE) 88[50]
(PC) 87[51]
(PS4) 87[52]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Q&A: Feargus Urquhart, Part One. GameSpot.com (2008-10-28). ციტირების თარიღი: 2013-09-08.
  2. Contract between Bethesda and Interplay Entertainment Corp (2007-04-09). ციტირების თარიღი: 2007-05-16.
  3. Bethesda acquires Fallout MMO rights. Gameinformer.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-16. ციტირების თარიღი: 2013-09-08.
  4. Beta Status for Fallout Online. Betawatcher.com. ციტირების თარიღი: 2013-09-08.
  5. IGN Presents the History of Fallout. IGN (2009-01-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-01. ციტირების თარიღი: 2009-01-30.
  6. FAQ. Bethesda Softworks (2008-05-05). ციტირების თარიღი: 2013-09-08.
  7. Fallout: New Vegas Release Date Announced. News.filefront.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-03. ციტირების თარიღი: 2012-01-19.
  8. http://usatoday30.usatoday.com/printedition/life/20100216/fallout16_st.art.htm
  9. http://www.joystiq.com/2009/04/20/fallout-new-vegas-coming-to-consoles-next-year/
  10. Tong, Sophia. (4 მაისი, 2010) Fallout: New Vegas Interview: Josh Sawyer (Video). GameSpot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-11. ციტირების თარიღი: 2015-12-14.
  11. Snider, Mike (16 თებერვალი, 2010). „What happens in 'Fallout: New Vegas'. USATODAY.com. ციტირების თარიღი: February 16, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  12. Hussain, Tamoor. (3 ივნისი, 2015) Fallout 4 Officially Confirmed for PC, Xbox One, PS4. ციტირების თარიღი: June 3, 2015.
  13. Karmali, Luke. (June 3, 2015) FALLOUT 4 OFFICIALLY REVEALED BY TEASER SITE. ციტირების თარიღი: 3 ივნისი, 2015.
  14. Fallout 4 - Official Trailer. Bethseda Softworks (June 3, 2015). ციტირების თარიღი: 3 ივნისი, 2015.
  15. Why Fallout 4's Protagonists Have Voices - IGN. ციტირების თარიღი: 2015-06-25.
  16. Gillen, Kieron. (January 27, 2010) No More Than Words: Fallout Extreme. Rock Paper Shotgun. ციტირების თარიღი: 20 ივნისი, 2010.
  17. „Brotherhood of Steel Part 2“. ციტირების თარიღი: 21 ივლისი 2011.
  18. Thorsen, Tor. (2009-04-03) Earthrise studio arming Fallout MMORPG. Gamespot.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-17. ციტირების თარიღი: 2009-04-10.
  19. Zombie, Garbled. (2008-04-10) Interplay returns; brings Fallout MMO. StuffWeLike.com. ციტირების თარიღი: 2008-04-10.
  20. Brennan, Colin. (2009-09-11) Bethesda and Interplay lock legal horns over Fallout MMO. Massively.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-15. ციტირების თარიღი: 2009-09-12.
  21. The Great Fallout Legal Battle Ends Without a Fallout MMO. Kotaku. ციტირების თარიღი: 10 იანვარი 2012.
  22. Avellone, Chris. (2002-07-10) Fallout Bible 6. Fallout Bible. ციტირების თარიღი: 2006-09-20.
  23. Fiegel, Michael. (ივლისი 21, 2009) Junktown Dog. The Escapist. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-15. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2011.
  24. Bethesda-Fallout Lawsuit. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-14. ციტირების თარიღი: 21 ივნისი 2011.
  25. Fallout Reviews. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-17. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო, 2013.
  26. Fallout Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო, 2013.
  27. Fallout 2 Reviews. GameRankings. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო, 2013.
  28. Fallout 2 Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო, 2013.
  29. Fallout Tactics: Brotherhood of Steel Reviews. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-31. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო, 2013.
  30. Fallout Tactics: Brotherhood of Steel Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო, 2013.
  31. Fallout: Brotherhood of Steel Reviews. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-15. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო, 2013.
  32. Fallout: Brotherhood of Steel Reviews. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-15. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო, 2013.
  33. Fallout: Brotherhood of Steel Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო, 2013.
  34. Fallout: Brotherhood of Steel Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო, 2013.
  35. Fallout 3 Reviews. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-23. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო, 2013.
  36. Fallout 3 Reviews. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-05. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო, 2013.
  37. Fallout 3 Reviews. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-17. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო, 2013.
  38. Fallout 3 Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო, 2013.
  39. Fallout 3 Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: August 14, 2013.
  40. Fallout 3 Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო, 2013.
  41. Fallout: New Vegas Reviews. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 17, 2013. ციტირების თარიღი: August 14, 2013.
  42. Fallout: New Vegas Reviews. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-14. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო, 2013.
  43. Fallout: New Vegas Reviews. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-24. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო, 2013.
  44. Fallout: New Vegas Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო, 2013.
  45. Fallout: New Vegas Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო, 2013.
  46. Fallout: New Vegas Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო, 2013.
  47. Fallout 4 for Xbox One. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-17. ციტირების თარიღი: 11 ნოემბერი, 2015.
  48. Fallout 4 for PC. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-17. ციტირების თარიღი: 11 ნოემბერი, 2015.
  49. Fallout 4 for PlayStation 4. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-13. ციტირების თარიღი: 11 ნოემბერი, 2015.
  50. Fallout 4 for Xbox One Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 11 ნოემბერი, 2015.
  51. Fallout 4 for PC Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 11 ნოემბერი, 2015.
  52. Fallout 4 for PlayStation 4 Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 11 ნოემბერი, 2015.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Fallout&oldid=4697630“-დან