Glovo
ტიპი | მიტანის სერვისი |
---|---|
დაფუძნდა | 2015 |
დამაარსებელი | ოსკარ პიერი, საჩა მიჩუადი |
სათავო ოფისი | ბარსელონა, ესპანეთი |
თანამშრომელი | 8000+ |
საიტი | www.glovoapp.com |
Glovo (ქართ. გლოვო) — ესპანური სტარტაპი, რომელიც 2015 წელს ბარსელონაში დაფუძნდა. წარმოადგენს მიტანის სერვისს აპლიკაციაში შეკვეთის გაკეთების საფუძველზე. სერვისს საათზე ნაკლებ პერიოდში ახორციელებენ დამოუკიდებელი კურიერები, სახელად „გლოვერები“. სერვისი ამჟამად ხელმისაწვდომია შემდეგ ქვეყნებში: ესპანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, იტალია, რუმინეთი, თურქეთი, საქართველო, უკრაინა, ეგვიპტე, მაროკო, ჩილე, არგენტინა, ურუგვაი, ბრაზილია, პერუ, კოსტა-რიკა, პანამა, გვატემალა, დომინიკელთა რესპუბლიკა. აპლიკაცია უფასოდ არის ხელმისაწვდომი iOS App Store-სა და Play Store-ში. გარდა ამისა, შესაძლებელია საიტიდან შეკვეთაც.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეუკვეთონ ნებისმიერი ნივთი, რაც მოტოციკლზე მოთავსდება. პროდუქტების ტიპებს შორის არის საკვები, მედიკამენტები და ა. შ. მას შემდეგ, რაც Glovo-ზე შეკვეთას გააკეთებთ, მომხმარებელი გეოლოკაციის საშუალებით ხედავს, რომელ გლოვერს მიაქვს მასთან შეკვეთა და სად იმყოფება კონკრეტულ მომენტში. გლოვერთა აბსოლუტური უმრავლესობა მოტოციკლსა და ველოსიპედს იყენებს.
ქვეყნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ესპანეთი
- საფრანგეთი
- პორტუგალია
- იტალია
- რუმინეთი
- თურქეთი
- საქართველო
- უკრაინა
- ეგვიპტე
- მაროკო
- ჩილე
- არგენტინა
- ურუგვაი
- ბრაზილია
- პერუ
- კოსტა-რიკა
- პანამა
- გვატემალა
- დომინიკელთა რესპუბლიკა.