მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Giant Bomb — ამერიკული საიტი, რომელიც აქვეყნებს რეცენზიებს, მიმოხილვებსა და სიახლეებს ვიდეო თამაშების შესახებ. საიტი შეიცავს ვიკი მონაცემთა ბაზას სათამაშო თემატიკის შესახებ. საიტი დააფუძნეს GameSpot-ის ყოფილმა თანამშრომლებმა ჯეფ გერსტმანმა და რაინ დევისმა Whiskey Media-სთან თანამშრომლობით. ჟურნალ ტაიმის მიერ Giant Bomb შეყვანილი იქნა 2011 წლის 50 ყველაზე პოპულარულ საიტებს შორის.[2] 2012 წლის მარტს საიტი შეისყიდა ამერიკულმა კომპანია CBS Interactive-მა.[3]
2007 წლის 28 ნოემბერს ჯეფ გერსტმანი გათავისუფლებული იქნა გეიმსპოტის რედაქციის დირექტორის თანამდებობიდან.[4] გათავისუფლების შემდეგ, ჯეფმა ახალი საიტის შექმნის მიზნით დაამყარა თანამშრომლობა ვებდიზაინერების ჯგუფთან. განთავისუფლებიდან გარკვეული ხნის შემდეგ, ინტერნეტში ხმები გავრცელდა, რომ თითქოს გათავისუფლების მიზეზად იქცა კომპანია Eidos Interactive-ის ზეწოლა Giant Bomb-ზე, იმის გამო, რომ ჯეფმა აღნიშნული კომპანიის ერთ-ერთ თამაშს სახელწოდებით Kane & Lynch: Dead Men მისცა ნეგატიური შეფასება,მას შემდეგ რაც დაიდო თამაშის რეკლამა Giant Bomb-ზე. თუმცა საიტის რედაქციამ უარყო აღნიშნული ფაქტი.[5] ამ ინციდენტის გამო, კომპანიის რედაქცია დატოვა რამდენიმე თანამშრომელმა, მათ შორის ალექს ნავარომ, რაიან დევისმა, ბრედ შუმეიკერმა და ვინი კრაველამ, ხოლო რაიან დევისმა წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა 2008 წლის თებერვალს და წასვლის მიზეზად ჯეფის გათავისუფლება დაასახელა.[6]
|
---|
| კომპანიები | |
---|
| დაკავშირებული საიტები | |
---|
| არხები და გადაცემები | |
---|
|
|
---|
| აგრეგატორი | |
---|
| ვიდეო თამაშების ჟურნალები | |
---|
| ვიდეო თამაშების ვებსაიტები | |
---|
| დაკავშირებული | |
---|
| |
|