[go: up one dir, main page]
More Web Proxy on the site http://driver.im/შინაარსზე გადასვლა

AMX-30

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
AMX-30
მოდიფიკაცია
საბრძოლო წონა, ტ 36
განლაგების სქემა კლასიკური
ეკიპაჟი, კაცი 4
ისტორია
გამოშვების წელი(წლები) 1966 - 1986
ექსპლუატაციის წელი(წლები) 1967 წლიდან
გამოშვების რაოდენობა 2528
ძირითადი ოპერატორები დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
დროშა: ესპანეთი ესპანეთი
ზომები
კორპუსის სიგანე, მმ 3100
სიმაღლე, მმ 2290
კლირენსი, მმ 440
ჯავშანი
ჯავშნის ტიპი დაგრეხილი ფოლადი და თუჯი
კორპუსის შუბლი, მმ/გრად. 80
კორპუსის ბორტი, მმ/გრად.' 30 - 57
ფსკერი, მმ 15
კორპუსის სახურავი, მმ 15
კოშკის შუბლი, მმ/გრად. 81
შეიარაღება
მიზანი დღის/ღამის M270 და M271, ღამის ხედვის აქტიური აღჭურვილობა, დისტანცია M208
ტყვიამფრქვევები 1 × 20-мм M693, 1 × 7,62-мм F1
მობილურობა
ძრავის ტიპი ჰორიზონტალურ-ოპოზიციური
12-ცილინდრიანი
დიზელი
თხევადი გაგრილება
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 720
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ 65
ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ 520
საკიდრის ტიპი უნდივიდუალური
მუხლუხების სიგანე, მმ 570
აღმართზე გამავლობა, გრად. 30
კედლის გადალახვა, მ 0,9
თხრილის გადალახვა, მ 2,9
გუბის გადალახვა, მ 1,3

АМХ-30საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ძირითადი საბრძოლო ტანკი 1966 წლიდან. გამოირჩევა ცეცხლის სიმძლავრითა და მანევრირებით.

ტექნიკური მონაცემები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტანკს გააჩნია განლაგების კლასიკური სქემა. მექანიკოსი-მძღოლი განთავსებულია კორპუსის მარცხენა ბორტის წინა ნაწილში, ტანკის მეთაური და არტილერისტი განთავსებულნი არიან ზარბაზნის მარჯვნივ საომარ განყოფილებაში, ხოლო მტვირთავი კი მარცხენა განყოფილებაში. საომარი განყოფილება იკავებს კორპუსისა და კოშკის შუა ნაწილს. ძრავა-ტრანსმისიის განყოფილება იმყოფება კორპუსის კიჩოზე და მისი ფართობია 5,2 მ2. 960 ლიტრიანი საწვავის ავზები განთავსებულია მართვისა და ძრავა-ტრანსმისიის განყოფილებებში. საბრძოლო მარაგი განთავსებულია ზარბაზანთან, კორპუსის წინა მარჯვენა მხარეს მაქანიკ-მძღოლის გვერდით(28 გასროლა) და კოშკში(19 გასროლა). ტანკის ჯავშნის საერთო ფართობი არის 12,8 მ2, საიდანაც 2 მ2 მოდის კოშკზე.

ტანკის ძირითადი შეიარაღებაა ფრანგული წარმოების 105 მილიმეტრიანი დაჭდეული ზარბაზანი CN-105-FI. მისი განმასხვავებელი განსაკუთრებულობა არის ეჟექტორის არქონა. ლულიდან გასროლა ხდება დაპრესილი ჰაერით, ხოლო საბრძოლო განყოფილებიდან დენთის გაზის გაცლა ხდება სპეციალური საჰაეროებით. სროლის სიზუზსტის გასაუმჯობესებლად ლულას აქვს ცეცხლგამძლე ტყავი. ტანკი ისვრის ფრანგული წარმოების უნიტარულ საბრძოლო ჯავშანსაწინააღმდეგო ქვეკალიბრულ, დაგროვებად, ნაწილაკ-ფუგასურ, გამნათებელ და კვამლსადენ ჭუვრებს. ზარბაზნის დატენვა ხდება ხელით, ხოლო გილზების გადაგდება ხდება კოშკის მარცხენა ბორტზე არსებული ლუკიდან. ტანკის მეთაურის ბრძანების შესაბამისად შესაძლებელია ცეცხლის მართვის დუბლირება(ტანკს შეუძლია ისროლოს ძირითადი ზარბაზნიდან და 20 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევიდან). მიზნის დასაზვერად და მასზე ზარბაზნის მისამართავად მეთაურს გააჩნია ძირითადი და დამხმარე მიზნები. ძირითად მიზანად გამოიყენება დღის და ღამის კომბინირებული სამიზნე М496, რომელსაც გააჩნია 8X გადიდების საშუალება. სამიზნის კონსტრუქციაში ჩართულია სადიაპაზონო და ღამის - დაბალ დონიანი სატელევიზიო და აქტიური ინფრა წითელი არხები. ღამე, გასანათებლად მეთაურს აქვს მიზნის 600-800 მეტრზე ინფრა-დიაპაზონზე აღმოჩენის უზრუნველსაყოფი ინფრა წითელი პროჟექტორი РН9. დამხმარე დღის სამიზნეს აქვს 10X მიახლოების საშუალება. არტილერისტის ძირითადი სამიზნე М581 მუშაობს დიაპაზონის ლაზერთან АРХ М550 და ბალისტიკურ გამომთვლელთან СО-ТАС ერთად. ის უზრუნველყოფს მანძილის ცვლილებას 300-1000 მეტრზე. ელექტრონული ბალისტიკური გამომთვლელი ითვალისწინებს სროლის პირობების შეცვლას და გამოითვლის ტანკისა და მიზნის სიჩქარეს, მის სიშორეს, ქარის სიჩქარეს, კორპუსის დახრას, ლულის არხის ცვეთას, ჰაერის ტემპერატურასა და წნევას. ღამის სროლებისათვის არტილერისტს აქვს პერსიკოპული მონოკულური განათების სამიზნე. მიზნის განათება ხდება ქსენონის პროჟექტორით РН-88. მიზნის აღმოჩენის მანძილი აღწევს 1100 მეტრს. სატელევიზიო კამერა დაყენებულია გარეთ, კოშკის მარჯვენა მხარეს. ის გამოსახულებას გადასცემს არტილერისტსა და მეთაურს. დამხმარე იარაღად გამოიყენება 20 მილიმეტრიანი ავტომატური ზარბაზანი М963 და 7,62 მმ კალიბრიანი საზენიტო ტყვიამფრქვევი, რომელიც დამაგრებულია მეთაურის კოშკურაზე. 20 მმ-იანი ავტომატური ზარბაზანის შემოტრიალება შესაძლებელია 40 გრადუსზე.

ტანკის კორპუსის წინა კვანძი შედუღებულია თუჯით. კორპუსის ზედა ფრონტალურ ფენას აქვს 80 მილიმეტრიანი სისქე და დახრილია 68 გრადუსით. კორპუსის შეჯავშნული დეტალები მონოლითურია, ბორტის სისქე 57 მმ-ია. ტანკის კოშკი თუჯისაა.

მასიური განადგურების იარაღის დამრუპველი ფაქტორისაგან ეკიპაჟის დასაცავად გამოიყენება ჰაერის ფილტრაცია. ტანკი აღჭურვილია მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების შემთხვევაში დეგაზაციის მოწყობილობით. ეკიპაჟის მუშაობის უფრო კომფორტული პირობებისათვის ტანკს გააჩნია კონდინცირების სისტემა. ხანძრის შემთხვევაში ირთვება სწრაფმოქმედი ანტისახანძრო სისტემა. კვამლსადენი ჭურვებისათვის გამოიყენება 4, 80 მილიმეტრიანი ყუმბარმტყორცნი.

ტანკზე, ცალკე ბლოკში ტრანსმისიასთან და მომსახურე სისტემებთან დაყენებულია თხევადი გაცივების ოთხ-ციკლიანი ოცცილინდრიანი მულტი-საწვავური დიზელი HS-110-2, ცილინდრთან ჰორიზონტალური მიმართულებით, სიმძლავრით 530 კილოვატი(720 ც.ძ.). ძრავის ამუშავება ხდება ელექტრო-სტარტერით. ძრავი იქოქება ელექტრო-სტარტერით. ორმაგი ჰიდრომექანიკური ტრანსმისია ENC 200 რთავს კომპლექსურ ჰიდროგადამრთველს ავტომატურ ბლოკირებად ხახუნთან ერთად, მარტივ ავტომატურ სამ სიხშირიან ტრანსმისიის ყუთს, რომელიც უზრუნველყოფს წინ სვლის ხუთ და უკუსვლის სამ სიჩქარეს და მოხვევის დიფერენციალურ მექანიზმს ჰიდროვოლუმეტრულ გადამრთველთან ერთად. კონსტრუქციის განსაკუთრებულობა არის გარე მექანიზმის ჯამური პლანეტარიული გირის გამოყენება. დამუხრუჭებისათვის გამოიყენება მშრალი ხახუნის დისკური მუხრუჭი. მოძრაობის მართვის სისტემა - ელექტრო-მექანო-ჰიდრავლიკურია. ტანკის მოძრავი მექანიზმი - ხუთმხრივია, უკან განთავსებული წამყვანი თვლებით.

ტანკის მოდიფიკაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • AMX-30 (1963-1981) - ბაზური მოდელი. გააჩნია ოპტიკური დიაპაზონური-სამიზნე, შეიარაღების სტაბილიზატორი არ გააჩნია.ზარბაზნით და წყვილი 12,7 მილიმეტრიანი კალიბრის ტყვიამფრქვევი. 515 კილოვატიანი ძრავა, მექანიკური ტრანსმისიით 5SD-200D.
  • AMX-30S - АМХ-30 ტანკის უდაბნოს ბრძოლებისათვის გათვლილი ექსპორტული ვარიანტი. განსხვავდება ბორტული ეკრანის მოწყობილობით, 620 ც.ძ. ძრავით გადამრთველის ცვლილებადი ყუთით, ასევე გაძლიერებული კოორდინაციის სისტემითა და ტერმიტსაწინააღმდეგო გადამუშავების საიზოლაციო მატერიალებით.
  • AMX-30B2 (1982-1986) - ცეცხლის მართვის გაუმჯობესებული სისტემა, დამატებული აქვს სატელევიზიო სისტემა, HS-110-2 ძრავა და ჰიდრომექანიკური ტრანსმისია. წყვილი ტყვიამფრქვევის გარდა შესაძლებელია დაყენედეს 20 მილიმეტრიანი ავტომატური ზარბაზანი.
  • AMX-30B2 Brenus - სპეციალური მოდიფიკაცია, აღჭურვილია აქტიური(რეაქტიური) ჯავშნით კორპუსზე და კოშკზე განთავსებული 112 კონტეინერის სახით. გაზრდილი წონის(37,7 ტონამდე) კომპესაციისათვის, ტანკზე დაყენებულია 725 კილოვატ სიმძლავრის დიზელის თბომავალი ძრავა(ფრანგული ვებ-გვერდის მიხედვით chars-francais.net დაარქივებული 2007-02-06 საიტზე Wayback Machine. ).
  • АМХ-30 super (1988 წლის მოდიფიკაცია, აღინიშნება ლათინური ასოთი s) - АМХ-30-ის მოდერნიზებული ვარიანტი, საუდის არაბეთისათვის შეთავაზებულია გერმანული ფირმების ჯგუფის მიერ. განსხვავდება ცეცხლის მართვის გაუმჯობესებული სისტემით, 850 ც.ძ. ძრავით, 1028 ლიტრამდე გაზრდილი საწვავის ავზით, ავტომატური ტრანსმისიით, და გაუმჯობესებული სავალი ნაწილებით.

AMX-30 ბაზაზე შექმნილი ტანკები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

АМХ-30-სათვის გამოუშვეს 155 მილიმეტრიანი თვითმავალი ზარბაზანი(AMX-30 AUF1), საზენიტო თვითმავალი მოწყობილობა, ტაქტიკური ატომური რაკეტის გამშვები მოწყობილობა „პლუტონი“ (AMX-30 Pluton), საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „როლანდი“ (AMX-30 Roland), ტანკსაწინააღდეგო ნაღმების მწმენდავი(AMX-30EBD) და სატანკო ევაკუატორი (AMX-30EBG), შეჯავშნული სარემონტო-საევაკუაციო მანქანა(AMX-30D), ასევე კორპუსის გარე კონფიგურაციის შეცვლილი მანქანა , რომელსაც იყენებენ ტანკის ხარისხსში საომარი სწავლებების დროს(AMX-30 FORAD).

საექსპორტო АМХ-30 ტანკების გამოშვება, დაიწყეს სატანკო ქარხანაში ARE(ქალაქი როაინი), 1966 წელს და დაასრულეს 1981 წელს.

1982 წლიდან ქარხანამ დაიწყო АМХ-30В2 ტანკების გამოშვება, რომელთა გამოშვება შეწყდა 1986 წელს. AMX-30 ტანკის ბოლო მოდელი აწყობილია საფრანგეთში, 1993 წელს.

საფრანგეთის გარეთ, AMX-30S ტანკების გამოშვება, სატანკო ქარხანაში, ქალაქ სევილიაში, მიმდინარეობა ესპანეთის ლიცენზიით 1974 -1984 წლებში.

სულ გამოშვებულ იქნა სხვადასხვა მოდიფიკაციის 2800 მანქანა.

ფრანგული არმიის გარდა, რომელსაც აქვს AMX-30s 387 ერთეული და AMX-30B2s 659 ერთეული ტანკი, ტანკის მოდიფიცირებული ვერსიები გააჩნია ბოსნიას (40 ერთეული - AMX-30s), ვენესუელას (82 ერთეული 1989 წელს მოდერნიზებული AMX-30Vs და 4 ერთეული AMX-30D), საბერძნეთს(102 ერთეული AMX-30B2s), ესპანეთს (299 ერთეული AMX-30s), კატარის (24 ერთეული AMX-30Ss), ქუვეითს (18 ერთეული AMX-30), ნიგერიას (16 ერთული AMX-30), არაბთა გაერთიანებული საამიროები(64 ერთეული AMX-30s), საუდის არაბეთი (290 ერთეული AMX-30Ss და AMX-30SAs), ხორვატია(42 ერთეული AMX-30s), კვიპროსი (102 ერთეული AMX-30B2s). ასევე ჩილეს ჰქონდა 60 ერთეული AMX-30s, რომელიც დღესდღეობით მოხსნილია შეიარაღებიდან.

1992 წელს მოძველებული მოდელი AMX-30 შეცვალა ახალმა ტანკმა „Leclerc-მა“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=AMX-30&oldid=4691217“-დან