მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამია, შლამის თევზი (ლათ. Amia calva) — ძვლიანი განოიდების ინფრაკლასის ამიისებრთა ოჯახის ერთადერთი სახეობა. აქვს 60, იშვიათად 90 სმ-მდე სიგრძის თითისტარასებრი სხეული, ციკლოიდური ქერცლი, წინა პირი; კბილები ყბებზეა განლაგებული. ზურგის ფარფლი გრძელია. საღერძე ჩონჩხი გაძვალებულია, თავზე კანისებრი ძვლებია (პრიმიტიული თევზების ნიშანი). გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკაში, მდინარე მისისიპის აუზში, ასევე ჰურონისა და ერის ტბებში. უპირატესობას ანიჭებს მდორე და მცენარეულობით დაფარულ წყალსატევებს.[1] საკმაოდ დიდხანს ძლებს უწყლოდ.[2] შეუძლია ატმოსფერული ჰაერით სუნთქვა, რისთვისაც საცურავ ბუშტს ფილტვის სახით იყენებს.[1] იკვებება უხერხემლო ცხოველებითა და პატარა თევზებით. ტოფობს გაზაფხულზე. მამალი აკეთებს ბუდეს, იცავს ქვირითსა და ნორჩ ლიფსიტებს. სარეწაო მნიშვნელობა თითქმის არ აქვს.[2] საინტერესოა, როგორც „ცოცხალი ნამარხი“.[1]