[go: up one dir, main page]
More Web Proxy on the site http://driver.im/

Firefox Developer Edition

მოგესალმებათ თქვენი ახალი რჩეული ბრაუზერი. ისარგებლეთ უახლესი შესაძლებლობებით, გაზრდილი წარმადობითა და შემმუშავებლის ხელსაწყოებით ღია და გახსნილი ვებპროექტების შესაქმნელად.

თქვენი სისტემა შესაძლოა Firefox-ის მოთხოვნებს არ ექვემდებარებოდეს, მაგრამ შეგიძლიათ ამ ვერსიებიდან ერთ-ერთი ცადოთ:

Firefox Developer Edition აღარაა მხარდაჭერილი Windows 8.1 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox Developer Edition აღარაა მხარდაჭერილი macOS 10.14 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox პირადულობის განაცხადი

Debian-ს, Ubuntu-ს ან რომელიმე Debian-ზე დაფუძნებულ დისტრიბუციას იყენებთ?
შეგიძლიათ ჩვენი APT-საცავის მოწყობა.

Firefox Developer Edition ავტომატურად უგზავნის მონაცემებს Mozilla-ს. ვრცლად

Firefox Developer Edition

ბრაუზერი შექმნილი შემმუშავებლებისთვის

შემმუშავებლის ყველა უახლესი ხელსაწყო Beta-ში, მრავალი ხაზოვანი კონსოლის რედაქტორისა და WebSocket Inspector-ის მსგავსი შესაძლებლობების გარდა.

განცალკევებული პროფილი და მდებარეობა, შედეგად მარტივად შეძლებთ გვერდიგვერდ გაუშვათ საბოლოო ვერსია და Beta Firefox.

პარამეტრები ზედგამოჭრილი ვებშემმუშავებლებისთვის: ბრაუზერიდან და დაშორებულად გამართვის შესაძლებლობა ამოქმედებულია ნაგულისხმევად, ასევე მოჰყვება მუქი იერსახე და შემმუშავებლის ღილაკი ხელსაწყოთა ზოლზე.

უქმი CSS
ახალი ხელსაწყოები

უქმი CSS

Firefox DevTools ახლა უკვე ნაცრისფრად აჩვენებს იმ CSS-განაცხადებს, რომლებიც გავლენას არ ახდენს ვებგვერდზე. ხატულაზე მაჩვენებლის გადატარებისას იხილავთ სასარგებლო ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ არ აისახება CSS, აგრეთვე მითითებას, თუ როგორ შეიძლება ამის გამოსწორება.

ვრცლად

Firefox DevTools
ახალი ხელსაწყოები

Firefox DevTools

ახალი Firefox DevTools არის მძლავრი, მოქნილი და რაც მთავარია, მარტივადაა შესაძლებელი მისი მორგება საკუთარ საჭიროებებზე. ამასთანავე, გააჩნია უმაღლესი დონის JavaScript გამმართველი, რომელიც ნებისმიერი ბრაუზერისთვისაა გამოსადეგი და ჩაშენებული აქვს React/Redux ენების მხარდაჭერა.

ვრცლად

CSS-ბადე
ახლებური შესაძლებლობები

CSS-ბადე

Firefox ერთადერთი ბრაუზერია, რომელსაც გააჩნია საგანგებოდ ვებპროექტების შემუშავებისთვის შექმნილი ხელსაწყოები, მათ შორის CSS-ბადე. ამ ხელსაწყოებით შეძლებთ გვერდის შიგთავსის განლაგების თვალსაჩინოდ წარმოდგენას ბადისებურად, თითოეული დანაყოფისთვის სახელის მინიჭებას, გარდაქმნების შედეგების წინასწარ შეთვალიერებას ბადეზე და ა. შ.

ვრცლად

შრიფტების არე
სწრაფი წვდომა მონაცემებთან

შრიფტების არე

შრიფტების ახალი არე, რომლითაც Firefox DevTools საშუალებას აძლევს შემმუშავებლებს, სწრაფი წვდომა ჰქონდეთ გამოყენებული შრიფტების ყველა მონაცემთან. ამასთანავე, შეიცავს ისეთ გამოსადეგ ინფორმაციას, როგორიცაა შრიფტის წყარო, სისქე, იერსახე და სხვა.

ვრცლად

მოიფიქრეთ. შექმენით. გამოცადეთ. დახვეწეთ.

შეიმუშავეთ და სრულყავით თქვენი საიტები
Firefox DevTools-ის დახმარებით

ელემენტების გამოკვლევა

შეისწავლეთ და გააუმჯობესეთ კოდი, ზუსტი და სრულყოფილი განლაგების შესაქმნელად.

ვრცლად საიტზე დაკვირვების ხელსაწყოების შესახებ

ბრძანებათა შესაყვანი

თვალი ადევნეთ CSS, JavaScript, უსაფრთხოებასა და ქსელის მუშაობას.

ვრცლად გაეცანით ბრძანებათა არეს

გამმართველი

JavaScript-ის მძლავრი გამმართველი უამრავი სამუშო გარსის მხარდაჭერით.

ვრცლად JavaScript-გამმართველის შესახებ

ქსელი

თვალი ადევნეთ დაკავშირების მოთხოვნებს, რომელთაც შეუძლია შეანელოს ან შეზღუდოს საიტთან წვდომა.

იხილეთ ვრცლად ქსელის მართვის შესახებ

საცავების მართვა

დაამატეთ, შეცვალეთ ან გააუქმეთ მარაგები, ფუნთუშები, ბაზები და სეანსის მონაცემები.

იხილეთ ვრცლად საცავების მართვის შესახებ

თავსებადი იერსახე

გამოცადეთ საიტები წარმოსახვით მოწყობილობებზე ბრაუზერიდანვე

ვრცლად თავსებადი იერსახის შესახებ

იერსახის შესწორება

გამართეთ საიტზე ანიმაციები, განლაგება და საზღვრები.

ვრცლად ვიზუალური რედაქტირების შესახებ

წარმადობა

მოხსენით საცობები, შეამცირეთ დამუშავების დრო და გააუმჯობესეთ წარმადობა.

ვრცლად წარმადობის ხელსაწყოების შესახებ

მეხსიერება

დაადგინეთ მეხსიერების გადატვირთულობის მიზეზები და შეამსუბუქეთ თქვენი პროგრამა.

ვრცლად მეხსიერების ხელსაწყოების შესახებ

იერსახის შემსწორებელი

ჩაასწორეთ და გამართეთ საიტის CSS-გაფორმება ბრაუზერიდან.

ვრცლად იერსახის შესწორების შესახებ

გამოთქვით მოსაზრება

გამოხმაურებები გვეხმარება გაუმჯობესებაში. მოგვახსენეთ თქვენი აზრი, თუ როგორ შეიძლება გავხადოთ ბრაუზერი და შემმუშავებლის ხელსაწყოები მეტად მოსახერხებელი.

შემოუერთდით განხილვას

შეიტანეთ წვლილი

დაგვეხმარეთ უკანასკნელი დამოუკიდებელ ბრაუზერის გამართვაში. დაწერეთ კოდი, გაასწორეთ ხარვეზები, შექმენით დამატებები და ა. შ.

დაიწყეთ ახლავე

ჩამოტვირთეთ Firefox-ბრაუზერი შექმნილი შემმუშავებლებისთვის