Windows Server 2003
Windows NT-ის ვერსია | |
შემქმნელი | Microsoft |
---|---|
წყაროს მოდელი | გაზიარებული |
თავდაპირველი ვერსიის საბოლოო ვარიანტი |
24 აპრილი, 2003[1][2] |
უკანასკნელი გამოშვება | Service Pack 2 (5.2.3790) / მარტი 13, 2007[3] |
მხარდაჭერილი პლატფორმები |
IA-32, x64, Itanium |
ბირთვის ტიპი | ჰიბრიდული |
ლიცენზია | საცდელი[4] და რაოდენობრივი ლიცენზია[5], კლიენტის წვდომის ლიცენზიებით[6] |
წინა | Windows 2000 (2000) |
შემდეგი | Windows Server 2003 R2 (2005) |
ოფიციალური საიტი | microsoft.com/windowsserver2003/ |
მხარდაჭერის სტატუსი | |
ძირითადი მხარდაჭერა დასრულდა 2010 წლის 13 ივლისს გაფართოებული მხარდაჭერა დასრულდა 2015 წლის 14 ივლისს[7][8] |
Windows Server 2003 (ასევე ცნობილი როგორც Win2K3) — Microsoft-ის სერვერული ოპერაციული სისტემა. ოპერაციული სისტემა წარმოადგინეს 2003 წლის 24 აპრილს, როგორც Windows 2000 Server-ის შემცვლელი. Windows Server 2003-ის განახლებული ვერსია, Windows Server 2003 R2 გამოვიდა 2005 წლის 6 დეკემბერს.
მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Windows Server 2003 გამოვიდა 2003 წლის 24 აპრილს. Windows 2000 Server-ისგან განსხვავებით, Windows Server 2003-ის ინსტალაციისას თავისით არც ერთი სერვერული კომპონენტი არ არის ჩართული. Windows Server 2003-ს აქვს თავსებადობის რეჟიმები. ეს საშუალებას აძლევს მოძველებულ აპლიკაციებს გაეშვან სტაბილურად. Windows Server 2003-ს აქვს გაზრდილი Active Directory თავსებადობა, რაც იმას ნიშნავს რომ Windows NT 4.0-დან ადვილად შესაძლებელია Windows Server 2003-ზე გადასვლა.
Windows Server 2003-ის სერვისებშიც არის საკმაოდ ბევრი ცვლილებები. მაგალითად IIS ვებ სერვერში, რომელიც თითქმის თავიდან-ბოლომდე ხელახლა დაიწერა, იმისათვის რომ გაუმჯობესებულიყო წარმადობა და დაცვა. გაუმჯობესებულია Distributed File System-ი, რომელსაც ახლა უკვე შეუძლია დაჰოსტოს მრავალი DFS root-ები ერთ სერვერზე. გაუმჯობესებულია ასევე Terminal სერვერი, Active Directory, Print სერვერი და სხვა.
ამ პროდუქტმა რამდენიმეჯერ შეიცვალა სახელი. როდესაც პირველად გახმაურდა 2000 წელს, მას ერქვა კოდური სახელწოდება Whistler Server-ი. შემდეგ მისთვის უნდა დაერქვათ Windows 2002 Server-ი, სანამ გადაარქმევდნენ Windows.NET Server-ზე. შემდეგ მას დაარქვეს Windows.NET Server 2003. იმის შიშით რომ მომხმარებელი ვერ მიხვდებოდა თუ რა შუაში იყო .NET სახელში, რაც გამოიწვევდა დაბნეულობას და კრიტიკას, Microsoft-მა ამოიღო სახელიდან .NET და საბოლოო სახელი მიიღო Windows Server 2003.
ახალი და განახლებული შესაძლებლობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Internet Information Services(IIS) v6.0 - გაუმჯობესებულია IIS-ის ვერსია.
- წინა ვერსიებთან შედარებით გაუმჯობესებულია default დაცულობა.ჩაშენებულია firewall და default-ად გამორთულია სერვისების უმეტესობა.
- მნიშვნელოვანი ცვლილებებია Message Queuing-ში.
- Manage Your Server - სამართავი ხელსაწყო,რომელიც საშუალებას აძლევს ადმინისტრატორს აირჩიოს თუ რა ფუნქციონირება ექნება სერვერს.
- გაუმჯობესებულია Active Directory,მაგალითად შეგვიძლია კლასებს გავუკეთოთ დეაქტივაცია schema-დან.
- გაუმჯობესებულია Group Policy და მისი ადმინისტრირება უფრო გაადვილებულია.
- გაუმჯობესებულია დისკების მართვა,როგორიცაა shadow ფაილების backup-ის შესაძლებლობა,ასევე გახსნილი ფაილების backup-ის შესაძლებლობა.
- გაუმჯობესებულია scripting და command line ხელსაწყოები.
გამოცემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Windows Server 2003-ს აქვს რამდენიმე გამოცემა. ყოველი მათგანი განკუთვნილია სხვადასხვა მიზნებისთვის.[9]. საერთო ჯამში Windows Server 2003-ის ყველა გამოცემას შეუძლია შეასრულოს შემდეგი ფუნქციები: გაანაწილოს ფაილები და პრინტერები,იმუშაონ როგორც აპლიკაციის სერვერად,მოგვაწოდონ იმეილ სერვისები,აუტენტიკაცია გაუკეთონ მომხმარებლებს,იმუშაობ როგორც X.509 სერტიფიკატის სერვერად,მოგვაწოდონ LDAP სერვისები,იმუშაონ stream სერვერად და ა.შ.
Windows Small Business Server
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]SBS შეიცავს Windows Server-ს და სხვა დამატებით ტექნოლოგიებს რომლებიც გათვალისწინებულია პატარა ქსელისთვის.მაგალითად ერთი-ერთი ასეთი ტექნოლოგიაა Remote Web Workplace.
SBS-ის სტანდარტული გამოცემა შეიცავს SharePoint სერვისებს,Microsoft Exchange სერვერს,Fax სერვერს და Active Directory-იას მომხმარებელთა სამართავად. ეს პროდუქტი ასევე გვთავაზობს firewall-ს,DHCP სერვერს და NAT როუტერს.
SBS-ის პრემიუმ გამოცემა შეიცავს ყველაფერს რაც აქვს სტანდარულ გამოცემას.ასევე შეიცავს Microsoft SQL Server 2000-ს და Microsoft Internet Security and Acceleration Server 2004-ს.
SBS-ს აქვს საკუთარი ტიპის CAL(Client Access License),რომელიც არის განსხვავებული და ღირს უფრო ძვირი ვიდრე Windows Server 2003-ის სხვა ვერსიებში.
SBS სერვერს აქვს შემდეგი შეზღუდვები:
- მხოლოდ ერთ კომპიუტერზე დომეინში შეიძლება იყოს დაყენებული Windows Server 2003 for Small Business Server.
- Windows Server 2003 for Small Business Server უნდა იყოს root-ი Active Directory-ში.
- Windows Server 2003 for Small Business Server-ს არ აქვს "ნდობა" სხვა დომეინებთან.
- Windows Server 2003 for Small Business Server-ს აქვს 75 user-ის ან device-ს ლიმიტი.ეს დამოკიდებულია თუ რა ტიპის CAL-ია.
- Windows Server 2003 for Small Business Server-ს აქვს 4GB RAM(Random Access Memory)-ის ლიმიტი.
- Windows Server 2003 for Small Business Server-ის დომეინს არ შეუძლია ჰქონდეს child დომეინები.
- Terminal სერვერის ინსტალაციის შემდეგ,მხოლოდ ერთდროული 2 RDP კავშირის ლიმიტია.
- იმისათვის რომ აღარ გვქონდეს ეს ლიმიტები,მაშინ უნდა დავაყენოთ Windows Small Business Server 2003 R2 პაკეტი.
Web გამოცემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Windows Server 2003-ის Web გამოცემა ძირითადად განკუთვნილია ვებ აპლიკაციების,ვებ გვერდების,XML სერვისების ასაწყობად და დასაჰოსტად.ეს გამოცემა არ საჭიროებს CAL-ებს და Terminal სერვერის რეჟიმი არ არის ამ გამოცემაში,მაგრამ Windows Server 2003 ვებ გამოცემაში შეგვიძლია გამოვიყენოთ Remote Desktop-ი remote ადმინისტრირებისათვის.მხოლოდ 10 file-sharing კავშირი შეიძლება იყოს ერთდროულად. ამ გამოცემაში შეუძლებელია დაყენდეს Microsoft SQL Server და Microsoft Exchange, მაგრამ Service Pack 1-ის ინსტალაციის შემდეგ უკვე შეიძლება დაყენდეს MSDE და SQL Server 2005 Express.ასევე ამ გამოცემას არ აქვს UDDI-ს მხარდაჭერა.
Windows Server 2003 Web გამოცემას აქვს მაქსიმუმ 2 პროცესორის მხარდაჭერა და 2GB ოპერატიული მეხსიერების. ამ გამოცემას არ შეუძლია იმუშაოს დომეინ კონტროლერად. ეს არის ერთადერთი ვერსია Windows Server 2003-ის რომელიც არ საჭიროებს CAL-ებს.
სტანდარტული გამოცემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Windows Server 2003-ის სტანდარტული გამოცემა გათვლილია პატარა და საშუალო ზომის ქსელებისთვის.სტანდარტულ გამოცემას აქვს ფაილების და პრინტერების განაწილების შესაძლებლობა,გვთავაზობს დაცულ ინტერნეტ კავშირს.ამ გამოცემას აქვს 4 პროცესორისა და 4GB RAM-ის მხარდაჭერა,ხოლო მის 64 ბიტიან ვერსიას კი 32GB RAM-ის მხარდაჭერა და ასევე აქვს Non-Uniform Memory Access (NUMA)-ს მხარდაჭერა.32 ბიტიანი Windows Server 2003-ის სტანდარტული გამოცემის გადმოწერა უფასოდ შეუძლიათ სტუდენტებს Microsoft-ის DreamSpark საიტიდან (https://downloads.channel8.msdn.com/ დაარქივებული 2008-09-22 საიტზე Wayback Machine. ).
Enterprise გამოცემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Windows Server 2003-ის Enterprise გამოცემა გათვლილია საშუალო ან დიდი ზომის ქსელებისთვის.ამ გამოცემას აქვს 8 პროცესორის მხარდაჭერა,eight-node clustering-ის მხარდაჭერა Microsoft Cluster Server (MSCS)-ის გამოყენებით.ასევე მას აქვს 32GB RAM-ის მხარდაჭერა PAE-ს ჩართვის შემდეგ.Enterprise გამოცემა ასევე გამოდის 64 ბიტიანები. 64 ბიტიანებს აქვთ 1TB ოპერატიულის მხარდაჭერა. ორივეს 32 ბიტიანებსაც და 64 ბიტიანებსაც აქვთ Non-Uniform Memory Access (NUMA)-ს მხარდაჭერა.
ამ გამოცემას აქვს შემდეგი შესაძლებლობების მხარდაჭერა:
- Microsoft Metadirectory Services (MMS)-ების მხარდაჭერა,რომლის საშუალებითაც ხდება მრავალი დირექტორიების,მონაცემთა ბაზების და ფაილების ინტეგრაცია Active Directory-ასთან.
- აქვს Hot Add Memory-ის მხარდაჭერა,რაც იმას ნიშნავს რომ შეგვიძლია ჩავამატოთ ან ამოვიღოთ RAM სისტემიდან გადატვრითვის ან გამორთვის გარეშე.
- აქვს WSRM(Windows System Resource Manager)-ის მხარდაჭერა.
Datacenter გამოცემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Windows Server 2003-ის Datacenter გამოცემა განკუთვნილია ისეთი გარემოსთვის,რომელიც მოითხოვს მაღალ დაცულობას და საიმედოობას.Windows Server 2003-ის Datacenter გამოცემა არის როგორც 32 ბიტიანი,ასევე 64 ბიტიანი.32 ბიტიანს აქვს 32 პროცესორის მხარდაჭერა,ხოლო 64 ბიტიანს - 64 პროცესორის. 32 ბიტიან არქიტექტურას აქვს 128GB RAM-ის ლიმიტი,ხოლო 64 ბიტიანს - 2TB.
Windows Server 2003-ის Datacenter გამოცემას ასევე აქვს NUMA-ს და 8-node clustering-ის მხარდაჭერა.ამ გამოცემას ასევე აქვს უკეთესი მხარდაჭერა Storage Area Networks (SAN)-ის.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Windows Server 2003
- Windows Server 2003 Downloads
- Windows Server Performance Team Blog დაარქივებული 2010-05-04 საიტზე Wayback Machine.
- Kernel comparison with Linux 2.6
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Microsoft Windows Server 2003 Is Available Worldwide Today. Microsoft (April 24, 2003).
- ↑ 24 აპრილი, 2003[1]
- ↑ SP2 Goes Live. Microsoft.
- ↑ Windows Server 2003 Evaluation Kit. Microsoft (6 November 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 January 2005.
- ↑ Volume Licensing Programs for Windows Server 2003. Microsoft (15 June 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 January 2005.
- ↑ Windows Server 2003 Pricing. Microsoft (6 February 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 December 2004.
- ↑ Windows server 2003 Lifecycle Policy. Microsoft (March 8, 2008).
- ↑ Windows Server 2003 end of support. Microsoft. ციტირების თარიღი: 19 June 2015.
- ↑ ამ გვერდზე
|