[go: up one dir, main page]
More Web Proxy on the site http://driver.im/შინაარსზე გადასვლა

პპშ-41

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პპშ-41

პპშ-41 დისკისებური მჭიდით
ტიპი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი
წარმომავლობის ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
სამსახურის ისტორია
შეიარაღებაშია 1941–1960-იანები (საბჭოთა კავშირი)
1941–დღემდე (სხვადასხვა არარეგულარული ფორმირება)
წარმოების ისტორია
კონსტრუქტორი გეორგი შპაგინი
შექმნის თარიღი 1941
წარმოების პერიოდი 1941–1947
რაოდენობა 6,000,000
მახასიათებლები
წონა 3.63 მჭიდის გარეშე
სიგრძე 843
ლულის სიგრძე 269

ვაზნა 7.62×25მმ ტოკარევი
7.63×25მმ მაუზერი
9×19მმ პარაბელუმი
მუშაობის პრინციპი უკუცემითი, ღია საკეტი
სროლის ტემპი 700-900 ვაზნა/წუთი
ჭურვის/ტყვიის საწყისი სიჩქარე 488 მ/წმ
დამიზნების მანძილი 150 - 200 მ
დატენვის სისტემა 71 ვაზნიანი დისკისებური მჭიდი
35 ვაზნიანი სტანდარტული მჭიდი
სამიზნეები რკინის სამიზნე

პპშ-41 (რუს. Пистоле́т-пулемёт Шпа́гина; „შპაგინის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი“) — საბჭოთა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, შემუშავებული გეორგი შპაგინის მიერ, როგორც იაფი, საიმედო და პპშ-40-ის გამარტივებული ალტერნატივა. შემუშავდა 1941 წელს და იწარმოებოდა 1947 წლის ჩათვლით.

პპშ-41 35 ვაზნიანი გრძელი მჭიდით.

ზამთრის ომამდე საბჭოთა არმია პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შემუშავებას საჭიროდ არ მიიჩნევდა, თუმცა ფინელთა შეიარაღებაში არსებული ფინური წარმოების Suomi KP/-31 ტიპის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი 71 ვაზნიანი დისკისებური მჭიდით ახლო მანძილზე ბრძოლებში იმდენად ეფექტური აღმოჩნდა საბჭოთა ჯარისკაცების წინააღმდეგ ტყეებსა და ქალაქის პირობებში, რომ საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა, თვითონაც დაემზადებინა მსგავსი იარაღი. პპშ-40 სწორედ ფინური Suomi KP/-31-ის ბაზაზე შემუშავდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ საბჭოთა პპშ-40 და პპშ-41 მაინც ჩამოუვარდებოდა ფინურ Suomi KP/-31-ს სიზუსტეში.

პპშ-41-ებით შეიარაღებული საბჭოთა ჯარისკაცები, სტალინგრადის ბრძოლა, 1942 წლის ნოემბერი.

პპშ-41 მჭიდიანი, სროლის რეჟიმის გადამრთველიანი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევია, რომელიც იყენებს დისკისებურ (71 ვაზნის ტევადობით) ან სტანდარტულ გრძელ მჭიდს (35 ვაზნის ტევადობით), ისვრის 7.62×25მმ ტოკარევის პისტოლეტის ვაზნას.

მაღალი საცეცხლე სიხშირისა (700-900 ვაზნა წუთში) და გამძლეობის გამო პპშ-41 სამხედროებში ძლიერ დაფასებული იარაღი იყო.

პპშ-41 აქტიურად გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომსა და კორეის ომში, ამიტომ ხშირად გვხვდება სოციალისტური ბლოკის ქვეყნებში წითელი არმიისთვის მიძღვნილ მონუმენტებში, რომლებშიც საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლებს ის ხშირად უჭირავთ.[1] მეორე მსოფლიო ომში პპშ-41 საბჭოთა არმიის ერთ-ერთი ძირითადი ქვეითთა იარაღი იყო, რა დროსაც დაახლოებით ექვსი მილიონი ეგზემპლარი დამზადდა, რაც მას აქცევს ყველაზე დიდი რაოდენობით გამოშვებულ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევად ომის პერიოდში.

გერმანელი ჯარისკაცი ნაალაფარი პპშ-41-ით.

გერმანულმა არმიამ ომის საწყის პერიოდში დიდი რაოდენობით პპშ-41 ჩაიგდო ხელში, რომლებიც მათ გადააკეთეს პისტოლეტის გერმანულ კალიბრზე — 9×19მმ პარაბულმზე, ხოლო იმ პპშ-41-ებისთვის, რომელთა გადაკეთება არ მოხდა, გერმანიამ 7.63×25მმ მაუზერის ვაზნების გამოყენება დაიწყო, რომელიც კალიბრით ტოკარევის ვაზნის იდენტური იყო, თუმცა შედარებით ნაკლები ძალა ჰქონდა. გადაკეთებულ ვარიანტებს ასევე დაუყენეს ადაპტორი, რომელიც საშუალებას იძლეოდა, მასში MP 40-ის მჭიდები დაყენებულიყო. ნაალაფარი პპშ-41-ების გამოყენების ინსტრუქციები იბეჭდებოდა და გერმანელ ჯარისკაცებს ურიგდებოდათ.

პპშ-41-ის ლიცენზირებული ჩინური ვარიანტი Type 50 ასევე გამოიყენებოდა ვიეტნამის ომში ვიეტ კონგის მებრძოლების მიერ. პპშ-41 დღემდე გამოიყენება სხვადასხვა არარეგულარული სამხედრო ფორმირების მიერ მსოფლიოს მასშტაბით.[2]

  • McNab, Chris (20 May 2014). Soviet Submachine Guns of World War II: PPD-40, PPSh-41 and PPS. Weapon 33. Osprey Publishing.
  • Hogg, Ian (2000). Jane's Guns Recognition Guide Second Edition. Glasgow: Janes.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პპშ-41&oldid=4545064“-დან