[go: up one dir, main page]
More Web Proxy on the site http://driver.im/შინაარსზე გადასვლა

აგრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
აგრა
ჰინ. आगरा
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 27°10′48″ ჩ. გ. 78°01′12″ ა. გ. / 27.18000° ჩ. გ. 78.02000° ა. გ. / 27.18000; 78.02000
ფართობი 188.40 კმ²
ცენტრის სიმაღლე 171±1 მეტრი
მოსახლეობა 1 585 705 (1 იანვარი, 2011)[1]
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 562
საფოსტო ინდექსი 282001
საავტომობილო კოდი UP-80
ოფიციალური საიტი https://agra.nic.in/
აგრა — ინდოეთი
აგრა

აგრა (ჰინ. आगरा; ურდუ آ گرہ) — ქალაქი ინდოეთში, მდინარე იამუნას ნაპირებზე, უტარ-პრადეშის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში, შტატის დედაქალაქ ლაქნაუდან 363 კმ-ით დასავლეთით და ქვეყნის დედაქალაქ დელიდან 200 კმ-ით სამხრეთით. ერთ დროს წარმოადგენდა ინდოსტანის დედაქალაქს. 1 686 976 მოსახლით (2010 წ), ის უტარ-პრადეშის ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული და ქვეყნის სიდიდით მე-19 ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია.[2] ჩამდინარე წყლების 80 % მდინარე იამუნაში ჩაედინება და აგრა ინდოეთის მე-20 ყველაზე დაბინძურებული ქალაქია.[3]

ქალაქი მოხსენიებულია ეპიკურ პოემა მაჰაბჰარატაში, აგრევანას სახელით, რაც „ტყის საზღვარს“ ნიშნავს.[4] ლეგენდა მის დაარსებას სიკვარ-რაჯპუტის მეფეს — რაჯა ბადალ სინგჰს მიაწერს (დაახლ. 1475), რომლის ციხესიმაგრე ბადალგარჰიც ამჟამინდელი ციხესიმაგრის სიახლოვეს მდგარა. თუმცა, XI საუკუნის სპარსი პოეტი მასუდ სად სალმანი აღწერს სასტიკ იერიშს აგრას ციხეზე, რომელიც სულთანმა მაჰმუდ გაზნევმა აიღო.[5] 1506 წელს, სულთანმა სიკანდარ ლოდიმ თავის დედაქალაქი პირველად გადაიტანა დელიდან აგრაში. 1517 წელს იგი გარდაიცვალა და მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში ტახტი მის ძეს, იბრაჰიმ ლოდის ეკავა, რომელიც 1526 წელს პანიპატის ბრძოლაში დამარცხდა.[6] 1526–1658 წლებში ქალაქი მოგოლი იმპერატორების დედაქალაქია. სწორედ ამ პერიოდიდან შემორჩა აგრას მოგოლთა არქიტექტურული ნიმუშები და ამჟამად მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, რომელთა შორის ყველაზე გამორჩეულებია თაჯ-მაჰალი, აგრას ციხე და ფატეჰპურ-სიკრი — სამივე მათგანი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. The Times / T. GallagherLondon: Times Media, 1785. — ed. size: 440581 — ISSN 0140-0460; 0956-1382; 1363-7746
  2. World Gazetteer online India: largest cities and towns and statistics of their population". Accessed 25 Mar 2010.
  3. Green.in.msn.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-19. ციტირების თარიღი: 2012-04-19.
  4. Williams, Monier. Sanskrit-English Dictionary. Cologne Digital Sanskrit Dictionaries. Cologne University. ციტირების თარიღი: 2009-11-08.
  5. Agra District profile. Official Website of Agra maintained by National Informatics Centre (NIC) of the Government of India. ციტირების თარიღი: 2009-11-08.
  6. Agra Fort. Archaeological Survey of India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-03. ციტირების თარიღი: 2009-11-08.


თაჯ-მაჰალის პანორამული ხედი
თაჯ-მაჰალის პანორამული ხედი
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აგრა&oldid=4396446“-დან