აიუ
აიუ | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Plecoglossus altivelis (Temminck & Schlegel, 1846) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
არასრული მონაცემები IUCN Data Deficient : 62222 | |||||||||||||||
|
აიუ (ლათ. Plecoglossus altivelis) — თევზი აიუსებრთა ოჯახისა. თავის გვარისა და ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელი. სხეულის სიგრძე 30 სმ-ია. მოხდენილი და მოძრავი თევზია, ზურგი მუქი მწვანეა, მუცელი თეთრი; სალაყუჩე სარქვლის უკან ნარინჯისფერი ლაქაა; ფარფლები მკვეთრი ყვითელია, ზედა ყბა თეთრი, ქვედა ყბა მწვანე, თვალის ზედა მხარე ნარინჯისფერი. ზურგის ფარფლი მუცლის ფარფლის ზემოთ მდებარეობს. ქერცლი წვრილია. გავრცელებულია კორეის, ჩინეთისა და იაპონიის ნაპირებთან. ქვირითის დასაყრელად შედის მდინარეებში. ტოფობის შემდეგ იღუპება. წებოვან ქვირითს ქვებზე ყრის. 14–20 დღის შემდეგ იჩეკებიან ლიფსიტები, რომლებიც მაშინვე ზღვაში შედიან. იკვებება პლანქტონით, ცოცხლობს 2–3 წელს. ძვირად ფასობს, როგორც საკვები პროდუქტი, განსაკუთრებით — იაპონიაში. იჭერენ კავიანი მოწყობილობებით, მახეებით, გაწვრთნილი ჩვამებით (კისერზე უკეთებენ რგოლს, რათა ნადავლი ვერ გადაყლაპოს).[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Решетников Ю. С. Айю // Большая российская энциклопедия. т. 1. — М., 2005. — стр. 318.