ისკო
ისკო 2018 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ფრანსისკო რომან ალარკონ სუარესი | ||
დაბადების თარიღი | 21 აპრილი, 1992 | ||
დაბადების ადგილი | ბენალმადენა, ესპანეთი | ||
სიმაღლე | 176 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | შემტევი ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | რეალ მადრიდი | ||
ნომერი | 22 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1999-2006 | ბენამიელი | ||
2006-2009 | ვალენსია | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2009-2011 | ვალენსია ბ | 52 | (16) |
2010-2011 | ვალენსია | 4 | (0) |
2011-2013 | მალაგა | 69 | (14) |
2013- | რეალ მადრიდი | 238 | (36) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2008 | ესპანეთი 16 წლ. | 3 | (1) |
2008-2009 | ესპანეთი 17 წლ. | 21 | (6) |
2010 | ესპანეთი 18 წლ. | 1 | (1) |
2010-2011 | ესპანეთი 19 წლ. | 12 | (7) |
2011 | ესპანეთი 20 წლ. | 6 | (1) |
2011-2014 | ესპანეთი 21 წლ. | 19 | (14) |
2012 | ესპანეთი 23 წლ. | 5 | (0) |
2013- | ესპანეთი | 38 | (12) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 5 ივნისი, 2021 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 25 სექტემბერი, 2020 |
ფრანსისკო რომან ალარკონ სუარესი (ესპ. Francisco Román Alarcón Suárez; დ. 21 აპრილი, 1992), ცნობილი როგორც ისკო (ესპ. Isco) — ესპანელი ფეხბურთელი, მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისკო დაიბადა ბენალმადენაში, მალაგა, ანდალუსია. პატარობაში ბენალმადენას ადგილობრივ გუნდში ვარჯიშობდა. შემდეგ ვარჯიში განაგრძო „მალაგას“ ბავშვთა გუნდში. გამორჩეული თამაშის გამო „ვალენსიის)“ მესვეურთა თვალთახედვის არეში, უკვე 15 წლის ასაკში მოხვდა, 16 წლის ისკო კი უკვე „ვალენსიას“ საბავშვო გუნდში ირიცხებოდა.
ვალენსია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისკოს დებიუტი „ვალენსიაში“ ესპანეთის საფეხბურთო თასის მატჩში „ლოგრონესის“ წინააღმდეგ მატჩში შედგა. ეს თამაში ვალენსიას გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა. ისკომ დებიუტი ორი გოლით აღნიშნა.[1].
ესპანეთის ლა ლიგაში ისკომ პირველად 2010 წლის 14 ნოემბერს, „ხეტაფეს“ წინააღმდეგ მატჩში ითამაშა. შეხვედრა „ვალენსიამ“ 2:0 მოიგო. ისკო თამაშში 73-ე წუთზე არიც ადურისის ნაცვლად ჩაერთო.
მალაგა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011 წლის ივლისის შუა რიცხვებში, მას შემდეგ რაც ვალენსია ბ-ის რიგებში 15 გოლი გაიტანა და გუნდს მესამე დივიზიონში გადასვლაში დაეხმარა, „მალაგასთან“ ხუთ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ტრანსფერში მალაგამ €6 მილიონი ევრო გადაიხადა.[2] ახალ გუნდში პირველი გოლი ისკომ 2011 წლის 21 ნოემბერს „რასინგ სანტანდერი“ს გაუტანა;[3] მომდევნო კვირას ისკომ კვლავ გაიტანა. იმ მატჩში „მალაგამ“ „ვილიარეალს“ 2:1 მოუგო.[4]. „ლა ლიგის“ 2011–12 წლების სეზონში ისკომ 32 მატჩში ითამაშა. იმავე სეზონში შედგა მისი დებიუტი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაში, საკვალიფიკაციო ეტაპზე.
2012 წლის 18 სექტემბერს, „მალაგამ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ისკომ დუბლი შეასრულა და გუნდმა „ზენიტ სანქტ-პეტერბურგი“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ისკო შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.[5] დეკემბერში ისკო Golden Boy-ის („ოქროს ბიჭუნა“) ჯილდო მიიღო.[6][7]
2013 წლის 28 იანვარს ისკომ „მალაგასთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებით დაასრულა სპეკულაციები მის მომავალ კლუბთან დაკავშირებით. ახალი ხელშეკრულების მიხედვით ისკოს ტრანფერისთვის მსურველ კლუბებს მინიმუმ €35 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა.[8] 13 მარტს ისკოს გოლმა „პორტუ“ს წინააღმდეგ მატჩში, „მალაგა“ ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გაიყვანა.[9][10] „მალაგას“ ხელმძღვანელობამ „22“ ნომრიანი მაისური ისკოს სამუდამოდ გადასცა.
რეალ მადრიდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2013 წლის 17 ივნისს ისკომ დაადასტურა, რომ მიიღო შემოთავაზება „რეალ მადრიდისგან“ და „მალაგას“ ყოფილი მენეჯერის, მანუელ პელეგრინის „მანჩესტერ სიტისგან“, თუმცა გადაწყვეტილი ჰქონდა წინადადებები უეფა-ს 21 წლამდე ფეხბურთელთა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალის შემდგომ განეხილა.[11] 26 ივნისს, „რეალ მადრიდის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა,რომ მადრიდულმა კლუბმა ისკოსთან შეთანხმებას მიაღწია და ფეხბურთელს შემდეგ კვირაში, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ წარადგენდნენ;[12] მომდევნო დღეს, „რეალ მადრიდის“ მიერ მალაგასათვის €30 მილიონი ევროს გადახდის შემდეგ, ისკომ დედაქალაქურ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფრანცისკო რომან ალარკონ სუარესი გახდა პირველი შენაძენი მადრიდელებისთვის, ახალი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის დანიშვნის შემდეგ.[13]
2013 წლის 18 აგვისტოს „სამეფო კლუბის“ რიგებში თავისი დებიუტი ისკომ გოლითა და საგოლე გადაცემით აღნიშნა. მან 26-ე წუთზე ქარიმ ბენზემას გაატანინა, ხოლო 86-ე წუთზე კი თავადაც გაუტანა „რეალ ბეტისს“.[14] პირველ სექტემბერს ისკომ „ატლეტიკ ბილბაოს“ წინააღმდეგ მატჩი ორი გოლი გაიტანა და დუბლი შეასრულა (საბოლოო ანგარიში 3–1, სანტიაგო ბერნაბეუ).[15]
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ესპანეთის ლა ლიგა (2): 2016–17, 2019–20
- ესპანეთის თასი (1): 2013–14
- ესპანეთის სუპერთასი (2): 2017, 2020
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (4): 2013–14, 2015–16, 2016–17, 2017–18
- უეფა-ს სუპერთასი (3): 2014, 2016, 2017
- ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (4): 2014, 2016, 2017, 2018
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პროფილი რეალ მადრიდის ოფიციალურ საიტზე (ინგლისური)
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- ისკო — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ისკოს დუბლი. Valencianistas.ru
- ↑ Isco firma cinco temporadas por el Málaga (Isco signs for five seasons with Málaga); „მარკა“, 11 ივლისი, 2011 (ესპანური)
- ↑ Malaga up to fifth დაარქივებული 2012-07-15 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links; ESPN Soccernet, 21 November 2011
- ↑ Malaga 2–1 Villarreal: Toulalan scores and is sent off as Manuel Pellegrini's men go fifth in La Liga დაარქივებული 2012-01-01 საიტზე Wayback Machine. ; Goal.com, 28 November 2011
- ↑ Magical Málaga make it a debut to remember; UEFA.com, 18 სექტემბერი 2012
- ↑ Isco, ganador del prestigioso Golden Boy Spanish. Málaga's official website (22 December 2012). ციტირების თარიღი: 4 April 2013.
- ↑ Ed Dove (28 March 2013). „Isco: Most Improved Players“. Bleacher Report. ციტირების თარიღი: 7 April 2013.
- ↑ Isco ends speculation regarding future by penning new Malaga contract. Sky Sports (28 January 2013). ციტირების თარიღი: 28 January 2013.
- ↑ Santa Cruz sends Málaga into last eight. UEFA.com (13 March 2013). ციტირების თარიღი: 14 March 2013.
- ↑ Málaga cruise into Champions League quarter-finals after Porto are sunk. The Guardian (13 March 2013). ციტირების თარიღი: 13 March 2013.
- ↑ Isco reveals City and Madrid offers. Goal.com (17 June 2013). ციტირების თარიღი: 17 June 2013.
- ↑ Transfer news: Real Madrid say they have won battle to sign Isco. Sky Sports (27 June 2013). ციტირების თარიღი: 27 June 2013.
- ↑ Isco, nuevo jugador del Real Madrid Spanish. Real Madrid's official website (27 June 2013). ციტირების თარიღი: 27 June 2013.
- ↑ Real Madrid give Carlo Ancelotti winning start after Isco's dream debut. The Guardian (18 August 2013). ციტირების თარიღი: 19 August 2013.
- ↑ Progresa adecuadamente Spanish. Marca (1 September 2013). ციტირების თარიღი: 1 September 2013.
|
|