[go: up one dir, main page]
More Web Proxy on the site http://driver.im/შინაარსზე გადასვლა

დღე

ვიქსიკონი გვერდიდან

ქართული

[რედაქტირება]
დღე და ღამე

ეტიმოლოგია

[რედაქტირება]

წაკითხვა

[რედაქტირება]

მნიშვნელობა

[რედაქტირება]
  1. დროის მონაკვეთი დილიდან საღამომდე, გათენებიდან დაღამებამდე.
    მშვენიერი დღე გაგვითენდა
  2. დროის მონაკვეთი, რომელიც 24 საათს შეიცავს და რომელსაც, როგორც კალენდარულ ერთეულს, თავისი სახელი აქვს, - დღე-ღამე.
    იანვრის თვეში 31 დღეა
  3. დღე-ღამის ნაწილი, 12 საათი
  4. დროის ასეთი მონაკვეთი ან მისი ნაწილი, რომელიც განკუთვნილია რამესთვის.
    ხუთი დღე ვიმუშავე.
  5. თვის ან კვირის რომელიმე რიცხვი, თარიღი, მიძღვნილი რაიმე მოვლენისადმი.
    კვირის მეხუთე დღე პარასკევია
  6. იგივეა რაც „დღისით“.
    ბუები დღე ვერ ხედავენ
  7. გადატანით: ვინმეს სიცოცხლე, ყოფა, წუთისოფელი.
    ➤ ანტონიმები: ღამე

წარმოებული ლექსიკა

[რედაქტირება]
➤ წარმოებული სიტყვები: დღებედნიერი, დღებედშავი, დღებნელი, დღეგამოშვებით, დღეგრძელი, დღედაბნელებული, დღედადღე, დღედაღამ, დღედღეზე, დღევანდელი, დღევდება, დღემარადის, დღემოკლე, დღეღამიანი , დღეღამური, დღეყოველ, დღეჩაგდებით, დღიური
➤ შესიტყვებები: დღე და სოფელი, დღე და მოსწრება, დღე აქვს დათვლილი, დღეები დათვლილია, დღესა და ღამეს ასწორებს, დღეღამეს ასწორებს, დღესა და ღამეს აერთიანებს, დღესავით ნათელი, დღეს დააყენებს, დღეს ვეღარ გაათენებს, დღის სინათლეზე გამოაქვს, დაბადების დღე, დღე დაუბნელებს, დღე და ღამე გაიყრება
➤ იდიომები: უწინამც დღე გაუქრეს •  დღეს მოუსწრაფებს •  ღმერთი დღეს მისცემს •  ვაი იმ დღეს •  (ღმერთმა) დიდი დღე მისცეს! •  დიდი დღე არ აქვს •  დღე და ღამის გაერთიანება •  დღე და ღამის გასწორება •  დღეები დათვლილია •  დღე-ღამის გასწორება •  დღითი დღე •  დღის გაქრობა •  დღის გაშავება •  დღის დაბნელება •  დღის დალევა •  დღის მოსწრაფება •  დღის სინათლეზე გამოტანა •  დღის წესრიგი
➤ ანდაზები: ღრუბლიანი დღე პატარძალს დილა ეგონაო  •  მწყემსს ერთი დღე შეხვდა, ისიც ავდრიანიო  •  ქურდს რომ ყური უგდო, დღეში ასჯერ გამოტყდებაო  •  ძმა ძმისთვისაო — შავი დღისთვისაო

თარგმანები

[რედაქტირება]

წყაროები და რესურსები

[რედაქტირება]
  • ალექსანდრე ონიანი, ქართული იდიომები, თბ.: „ნაკადული“, 1966, გვ. 58-60.
მოძიებულია „https://ka.wiktionary.org/w/index.php?title=დღე&oldid=116836“-დან